დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, January 15, 2015

„შევროლეს“ კონცეპტუალური ელექტრომობილი „ბოლტ EV“

New Chevrolet Bolt EV is GM's Vision of a $30,000 BMW i3
15 იანვარი
ახალი „ვოლტის“ გარდა, „შევროლემ“ დეტროიტის ჩრდილოამერიკულ საერთაშორისო ავტო შოუზე, კონცეპტუალური ელექტრომობილი „ბოლტ EV-ც“ წარადგინა, რომლის სერიული ვერსიის ფასიც, 30 000 დოლარზე მეტი არ უნდა იყოს. ეს არის სუბკომპაქტური ჰეჩბეკი, რომლის სვლის სიშორეც 320 კილომეტრს მიაღწევს და რომლითაც ამერიკული კომპანია „ბეემვეს“ i3-ს გაუწევს.
ავტომობილის წარდგენისას, „შევროლემ“ გამოაცხადა, რომ „ბოლტი“ სუფთა ფურცლიდან არის შემუშავებული და მისი სერიული ვერსია, გლობალური ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი. „ჯენერალ მოტორსის“ მთავარ აღმასრულებელ მერი ბარას თქმით, „ბოლტი“ არის ელექტრონული სატრანსპორტო საშუალება და არა ექსკლუზიურობის გამოხატვის საშუალება. ის დასძენს, რომ „შევროლე“ აქცენტს ელექტრიფიკაციაზე აკეთებს, როგორც ავტოინდუსტრიის მომავალზე და ცდილობს, რომ ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომი ელექტრომობილები შეიმუშაოს.
„ჯენერალ მოტორსს“ ელექტრული ჰეჩბეკის სპეციფიკური დეტალები და ძალური დანადგარის მახასიათებლები არ გამოუქვეყნებია, თუმცა იმას კი გვამცნობს, რომ ამ ავტომობილის არაერთი განსხვავებული რეჟიმით მოხმარებაა შესაძლებელი, რომლებიც აქსელერატორის დარეგულირების, კლირენსის შეცვლის, საკიდარის სხვადასხვა მახასიათებლებით მომართვის და სწრაფად დასამუხტი მოწყობილობის შესაბამისად მომართვის საშუალებას იძლევა.
ავტომობილი მსუბუქი მასალებითაა დამზადებული, მათ შორის, ალუმინით, მაგნიუმით, ასევე კარბონის ბოჭკოს კომპოზიტით. ამან ინჟინრებს წონის შემცირების საშუალება მისცა. ამან კი ავტომობილის სვლის სიშორის გაზრდას შეუწყო ხელი. ამავე მახასიათებლის გასაუმჯობესებლად, ავტომობილს აეროდინამიკაც დახვეწილი აქვს.
კონცეპტუალური მოდელის სალონში ინდივიდუალური სავარძლები დააყენეს. წინა პანელზე 10-დუიმიანი სენსორული ეკრანი განლაგდა. ინფოტაინმენტ სისტემას, სმარტფონთან ინტეგრაციის ფართო შესაძლებლობები აქვს. მაგალითად, ტელეფონით შორიდანვე შეიძლება მანქანის ჩაკეტვა, ან გაღება, ძრავის დაქოქვა და გამორთვა. ასევე ტელეფონით ჩართავთ ავტომატური პარკირების სისტემას.
როდის დაიწყება ასეთი ავტომობილის სერიული წარმოება, დტროიტში ამაზე „შევროლეს“ არაფერი უთქვამს.

No comments:

Post a Comment