დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, January 15, 2015

დაკარი ფინიშს უახლოვდება

Roma rebounds with victory in ninth stage as Mini sweeps podium
15 იანვარი
დაკარის რალი მარათონის დასრულებამდე სამი ეტაპიღა დარჩა. ყველაზე რთული სპეცმონაკვეთები, მათ შორის, მე-7-8 მარათონულები, რომლებზეც ეკიპაჟებს სპორტული რეგლამენტიც ურთულებდა საქმეს, გავლილია. ყატარელი ნასერ ალ-ატია (მინი) ისევ დამაჯერებლად ლიდერობს და თუ რამე არ შეემთხვა, ვერავინ შეძლებს მის გასწრებას. მეორეზე მყოფი სამხრეთაფრიკელი გინიელ დე ვილიერსის (ტოიოტა) პოზიციაც მყარია - ის ლიდრს 28 წუთით ჩამორჩება, თავად კი მესამეზე მყოფ საუდელ იაზიდ ალ რაჯის 15 წუთს უგებს.
მაგრამ ყოველი ეტაპი მაინც დაძაბული, ისეთი, თითქოს მათზე რბოლის გამარჯვებულის ვინაობა ირკვევა. მაგალითად, მეცხრე ეტაპი დაკარის მოქმედმა ჩემპიონმა, ესპანელმა ხოან „ნანი“ რომამ მოიგო, რომელმაც ტიტულის შენარჩუნების შანსი პირველივე სპეცმონაკვეთზე დაკარგა. აღსანიშნავია, რომ ცხრა ეტაპიდან, რვა „მინის“ ეკიპაჟების გამარჯვებით დასრულდა. ის დათარსული დღე რომ არა, რომა მოწინავეთა შორის იქნებოდა - გასულ ცხრა ეტაპზე მან ერთი მოიგო, ორი კვარცხლბეკზე დაასრულა და ხუთჯერ ათეულში შევიდა.

მეცხრე ეტაპი მეორე შედგით დაასრულა ალ-ატიამ, რომლისთვისაც ის უფრო მნიშვნელოვანი იყო, რომ თავის უშუალო მეტოქე დე ვილიერსთან უპირატესობა 16 წუთით გაზარდა. მეათე ეტაპი კი თავად მოიგო და სამხრეთაფრიკელთან უპირატესობას კიდევ 4 წუთი და 24 წამი დაუმატა.
რბოლის მარშრუტი ისევ არგენტინის დაუბრუნდა. არგენტინა-ჩილეს საზღვარი რბოლის მონაწილეებმა მე-10 ეტაპზე გადალახეს და მათ კიდევ ერთი მაღალი უღელტეხილის გავლამ მოუწია. ამ ეტაპზე კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა შეექმნა ამერიკელ რობი გორდონს, რომელიც ასევე დიდი ხანია, გამარჯვებისთვის მებრძოლთა რიგებს გამოეთიშა და ამჟამად მე-20 ადგილს ტკეპნის. ის ალ-ატიას 7 საათზე მეტით ჩამორჩება.
მე-11 ეტაპი შედარებით მოკლეა. მასზე რბოლის მონაწილეებს 194 კილომეტრის გავლა მოუწევთ. მაგრამ ეს საქმეს არ აიოლებს, რადგან სპეცმონაკვეთი ძალიან სწრაფი და შესაბამისად, სახიფათოცაა.

No comments:

Post a Comment