დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, January 10, 2015

დაკარის მეშვიდე ეტაპი ტერანოვამ მოიგო

Orlando Terranova wins stage seven at the 2015 Dakar Rally
10 იანვარი
დაკარზე ორეტაპიანი, ყველაზე გრძელი სპეცმონაკვეთების ჯერი დადგა. და ისიც, წინა რბოლების მსგავსად, ისევ „მინის“ ეკიპაჟმა მოიგო. ამჯერად და ამ რბოლაში უკვე მესამედ, ყველაზე სწრაფი, არგენტინელი ორლანდო ტერანოვა (ფოტოზე) იყო, რომელსაც დიდი ჩამორჩენის გამო, გამარჯვების შანსი უკვე აღარ აქვს. არგენტინელმა ორ წუთზე მეტით აჯობა მეორეზე გასულ საუდელ იაზიდ ალ-რაჯჰის (ტოიოტა), რომელიც სულ უფრო ხშირად ხვდება მოწინავე სამეულში, თუმცა ჯერ არცერთი სპეცმონაკვეთი არ მოუგა.
თუმცა საუდელი მრბოლი საერთო კლასიფიკაციაში მესამე ადგილზეა. ლიდერი კი ისევ ყატარელი ნასერ ალ-ატიაა (მინი), რომელმაც ამჯერად მე-7 დრო აჩვენა. მეექვსე იყო მისი მთავარი მეტოქე, სამხრეთ აფრიკელი გინიელ დე ვილიერსი (ტოიოტა), რომელმაც ლიდერთან ჩამორჩენა თითქმის სამი წუთით შეამცირა და ისევ მეორე ადგილზეა.
მერვე ეტაპიც მარათონულია. მასზე რბოლის მონაწილეებს 784 კილომეტრი აქვთ გასავლელი, მარშრუტის უმაღლესი წერტილი კი ზღვის დონიდან 3 700 კილომეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. მარშრუტის ნაწილი მთის გრუნტიან ვიწრო გზებზე გადის, შემდეგ კი ქვიშიანი უდაბნო იქნება გასავლელი.

No comments:

Post a Comment