დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, January 27, 2015

„ტოიოტა სუპრას“ შემცვლელი „კორვეტზე“ ძვირი ეღირება

Toyota Supra Successor To Cost More Than Corvette
27 იანვარი
„ტოიოტა“ თავისი ახალი სპორტული მოდელის პლატფორმაზე მუშაობს, რაშიც მას პარტნიორობას „ბეემვე“ უწევს. ამ ავტომობილს ამჟამად „სუპრას“ შემცვლელად მოიხსენიებენ, რადგან შესაძლოა, ბაზარზე ის სხვა სახელით წარსდგეს. იაპონურმა კომპანიამ მისი კონცეპტუალური ვერსია FT-1-ის სახით გვიჩვენა. თავის მხრივ, პლატფორმას ბავარიული კომპანიაც გამოიყენებს, რომელიც მასზე შემდეგი თაობის Z4-ს გამოუშვებს.

კულუარებიდან გამოსული ინფორმაციით, ორივე ავტომობილის გამოშვებამდე ჯერ ბევრი დროა. სავარაუდოდ, მათ 2017 წელს უნდა ველოდოთ. დებიუტამდე ორი წლით ადრე კი უკვე გაჩნდა ინფორმაცია მათი სავარაუდო ფასების შესახებ. კერძოდ, გამოცემა „ქარ ენდ დრაივერის“ ინფორმაციით, „ტოიოტას“ სპორტქარი „კორვეტზე“ ძვირი ეღირება. „შევროლეს“ სუპერ ავტომობილის საბაზო ფასი კი 55 000 დოლარია.
ასევე არაოფიციალური ინფორმაციით, სპორტული ავტომობილის სიძვირეს, მისი მოწინავე ჰიბრიდული ტექნოლოგია განაპირობებს. თუმცა, არაა გამორიცხული, რომ ის მძლავრი შიდაწვის ძრავით აღიჭურვოს. რა თქმა უნდა, ორივე ვარიანტში, აგრეგატების მახასიათებლებზე ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.
ბუნებრივია, იბადება კითხვა სპორტული ავტომობილის „ბეემვესეული“ ვერსიის ფასზეც. თქმა არ უნდა, რომ ბავარიელები თავიანთ ვარიანტს, პრემიუმ სეგმენტის შესაფერის ფასს დაადებენ, ანუ ის „ტოიოტაზე“ ძვირი ეღირება. არადა, ახლანდელი Z4 50 000 დოლარზე ნაკლები ღირს. ამასთან, არაა გამორიცხული, რომ ავტომობილს Z5 უწოდონ. ამ შემთხვევაშიც, აგრეგატი შეიძლება იყოს ან შიდაწვის, ან ჰიბრიდული, რადგან „ბეემვე“ ამ მხრივაც ძალიან სწრაფად ვითარდება.

No comments:

Post a Comment