დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, January 24, 2015

„ფორდი“ გერმანიაში წარმოებას გაზრდის

Ford Increasing Fiesta, Focus and C-MAX Production in Germany
24 იანვარი
„ფორდმა“ გამოაცხადა, რომ თავის ორ გერმანულ, ზაარლუისის და კიოლნის ქარხნებში, წარმოებას გაზრდის, რისი მიზეზიც, ამ ქარხნებში წარმოებულ რამდენიმე მოდელზე მოთხოვნის ზრდაა. ზაარლუისის ქარხანაში „ფოკუსს“, „C-მაქსს“ და „გრანდ C-მაქსს“ აწარმოებენ. იქ დღიური წარმოება 1770 ავტომობილია, მალე კი 240 ერთეულით გაიზრდება. ამ ავტომობილებიდან პირველი ორი, ცისფერი ოვალის ყველაზე გაყიდვადი (ევროპის ბაზარზე) ავტომობილების სიაში, შესაბამისად, მეორე და მესამე ადგილებს იკავებს.
რაც შეეხება კიოლნის ქარხანას, იქ ამერიკული კომპანია თავის ევროპულ ბესტ სელერ „ფიესტას“ უშვებს. იქ დღიური წარმოება 1850 ავტომობილია, რასაც მალე 300 ერთეული დაემატება. წარმოების ზრდა დროებითი იქნება და ექვსი კვირა გაგრძელდება (იანვარსა და თებერვალში). ამასთან, ცვლები უქმე დღეების ხარჯზე გაიზრდება. ამერიკული კომპანია აცხადებს, რომ „ფიესტას“ დიდი შანსი აქვს, ევროპის ბაზარზე სუბკომპაქტურ სეგმენტში ლიდერის პოზიცია ზედიზედ მესამედ დაიკავოს.
„ჩვენ რამდენიმე მოთხოვნადი მოდელის წარმოებას ვზრდით, რათა „ფორდის“ მომხმარებელთა მზარდი მოთხოვნილების დაკმაყოფილება შევძლოთ. უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროპაში წლის პირველ ნახევარში ჩვენი გაყიდვები გაიზრდება“, - ამბობს „ფორდ ოფ იუროპის“ ვიცე პრეზიდენტი ჯეფ ვუდი, რომელიც წარმოებას ხელმძღვანელობს.
„ფორდ ოფ იუროპმა“ გამოაცხადა, რომ შარშან მისი ევროპული გაყიდვები 7.3 პროცენტით გაიზარდა. ეს კი ევროპის ბაზრის ზრდაზე მეტია. ამგვარად, ამერიკული კომპანიის წილი ძველი კონტინენტის ბაზარზე 0.2 პროცენტით, 8.0 პროცენტამდე გაიზარდა. ცნობისათვის, ეს წილის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2011 წლის შემდეგ. ამგვარად, „ფორდმა“ ევროპის ბაზარზე მეორე პოზიცია შეინარჩუნა.

No comments:

Post a Comment