Ford Official: We Will Not Drop V8 from Future
Mustangs and F-150s
30 იანვარი
„ფორდი“ თავისი უახლესი ძრავების ლიტრაჟს და
ცილინდრების რაოდენობას ამცირებს. ძრავების ოჯახი „ეკობისტი“ მომხმარებელს მაღალ
სიმძლავრეს და საწვავის ეკონომიურ ხარჯს სთავაზობს, ინჟინრებს კი კაპოტქვეშ მეტ
სივრცეს უქმნის. მოკლედ, ეკობუსტის სერიის ძრავები ცისფერი ოვალის ავტომობილებში
თანდათან სდევნიან მრავალცილუნდრიან გიგანტებს. ისინი ისეთ ავტომობილებზეც კი
გამოჩნდა, როგორებიცაა „მუსტანგი“, F150 და სუპერ ავტომობილი GT-ც კი.
თუმცა, ცისფერი ოვალი აცხადებს, რომ ეს ტენდენცია
სულაც არ ნიშნავს იმას, რომ „მუსტანგსა“ და პიკაპ F150-ზე მალე V8 ძრავებს აღარ
გამოიყენებენ. „ფორდის“ გლობალური ძრავების ტექნოლოგიების კომუნიკაციების მენეჯერი
პოლ სერედინსკი ამბობს, რომ ეკონომიური და ეკოლოგიურად სუფთა პატარა ძრავებით, V8 აგრეგატების
გამოდევნის საფუძველი არ არსებობს.
„V8 ძრავები კვლავაც მნშვნლოვან როლს შეასრულებს
ჩვენი პროდუქციის გამაში. ჩვენ ახალ „მუსტანგზე“ უკვე დავიწყეთ ახალი 5.0-ლიტრიანი
V8 ძრავის გამოყენება. კიდვ ერთ, 5.2-ლიტრიან V8-ს კი GT350-სა და GT350R-ზე
დავაყენებთ“, - ამბობს სერედინსკი და დასძენს, რომ მის კომპანიას სერია ეკობუსტის V8
ძრავის წარმოების მიზანშეწონილება ჯერ არ განუხილავს.
მანვე
განმარტა მიზეზი იმისა, თუ რატომ გადაწყვიტა „ფორდმა“ თავის უახლეს სუპერ
ავტომობილ GT-ზე და პიკაპ „რეპტორზე“ სერია ეკობუსტის V6 ძრავის დაყენება. მისი
თქმით, ამის მტავარი მიზეზი, აგრეგატის კომპაქტურობაა, რისი წყალობითაც, კომპანია „რილის“
ინჟინრებმა, თავიანთი პროტოტიპის ძრავის ხუფის დავიწროება შეძლეს, ამან კი სარბოლო
ავტომობილის აეროდინამიკა გააუმჯობესა. რაც შეეხება ახალ „რეპტორს“, მას ეკობუსტის
პატარა V6 უფრო მეტ ძალას ანიჭებს, ვიდრე 6.2-ლიტრიანი V8. და ამასთან, საწვავის
ხარჯიც გაცილებით ნაკლებია.
No comments:
Post a Comment