დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, January 26, 2015

„ფერარი 250 LM“ 9.6 მილიონ დოლარად გაიყიდა

Ferrari 250 LM with a Weird Past Sold for a Cool $9.6 Million
26 იანვარი
ქალაქ ფინიქსში (შტატი არიზონა) გამართულ აუქციონზე, 1964 წელს გამოშვებული „ფერარი 250 LM“ 9 600 000 დოლარად გაიყიდა. თავის დროზე, ამ ავტომობილით მარანელოელებმა თავიანთი ლეგენდარული მოდელი 250 GTO შეცვალეს. „ფერარი 250 LM“ 3.3-ლიტრიანი V12 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 320 ცხენის ძალას ავითარებს. მისი დახმარებით, ავტომობილს მაქსიმუმ 286 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა შეუძლია.
„ფერარის“ ავტომობილები ყოველთვის განსაკუთრებით იზიდავდა კოლექციონერებს და ავტოგურმანებს, მაგრამ ამ მხრივ განსაკუთრებით 1960-იანი წლების ავტომობილები გამოირჩევა. ამას ბოლო წლებში გამართული აუქციონები ადასტურებს, რომლებზეც კვიცებში არანორმალურად დიდ თანხებს იხდიან. ყველაზე სასურველი ექსპონატი კი 250 GTO-ა.
რაც შეეხება 250 LM-ს, ის მხოლოდ 32 ცალი დამზადდა. ფინიქსის აუქციონზე გაყიდული ეგზემპლარის შასის ნომერია 5899 და ის არის LM-სერიის მე-9 მოდელი. ავტომობილი საინტერესო ისტორიითაც გამოირჩევა. 5 წელი რბოლებში გაატარა და ამ დროის განმავლობაში, ერთხელ შეუცვალეს ძრავი. რბოლებისას ორჯერ ავარიაში სერიოზულად დაშავდა, თუმცა ორივე შემთხვევაში აღადგინეს. მაგრამ მეორე რემონტის შემდეგ, ავტომობილზე რატომღაც „პორშე 904-ის“ ძარის ელემენტებიც (შუშაბოჭკოვანი კომპოზიტისგან დამზადებული) გამოჩნდა.
მაგრამ როგორც ჩანს, პატრონმა ეს იმისათვის გააკეთა, რომ ავტომობილის წონა შეემცირებინა. ძარის გარდა, სხვა დტალებიც გადააკეთეს და საერთო ჯამში, 250 LM-ი დაახლოებით 200 კილოგრამით შემსუბუქდა. ასეთ მდგომარეობაში ავტომობილი 1966-1977 წლებში იყო. მეირე კი მას პირველი რესტავრაცია ჩაუტარდა, რომლის დროსაც, ძრავიც ორიგინალურით შეუცვალეს.
მეორე რესტავრაცია კი 1997 წელს განხორციელდა, რის შემდეგაც, ავტომობილმა კლასიკური ავტომობილის სერტიფიკატი მიიღო. 

No comments:

Post a Comment