დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, September 19, 2013

„ფერარი“ მთლიანად ტურბო ძრავებზე გადავა

Report Claims All Next-Gen Ferraris will get Turbo Engines
19 სექტემბერი
ავტო ინდუსტრიაში ბოლო ხანს რადიკალური ცვლილებები ხდება. მასობრივი ელექტრიფიკაციის პარალელურად, არნახულად დაიხვეწა შიდაწვის ძრავები, რომელთაგან ზოგი ისეთივე (ხშირად მეტადაც) ეკონომიურია, როგორიც ჰიბრიდული სისტემები. მცირდება ცილინდრების რიცხვი და ლიტრაჟი. სამაგიეროდ, წვის პროცესის ოპტიმალურად მართვისთვის, სულ უფრო ხშირად იყენებენ ტურბო კომპრესორებს და საწვავის უშუალოდ წვის კამერაში შეფრქვევის სისტემებს.
ტურბო ტრენდმა ფორმულა ერთშიც კი შეაღწია, სადაც მომავალი სეზონიდან ატმოსფერულ V8 ძრავებს 1.6-ლიტრიანი ტურბო V6 აგრეგატები შეცვლის. სხვათა შორის, „ფერარი“ თავიდან წინააღმდეგი იყო რეგლამენტის ასეთი ცვლილების, რადგან მის საწარმოო პროგრამაში აქცენტი დიდ - V8, V10 და V12 აგრეგატებზე იყო გადატანილი და ფ1-ის მცირელიტრაჟიანი ძრავისთვის შესაფერისი ცილინდრების ბლოკი არ ჰქონდა.
როგორც უკვე ითქვა, ამჟამად „ფერარის“ ყველა ავტომობილი ატმოსფერული, მაღალი ბრუნთა რიცხვის მქონე ძრავებითაა აღჭურვილი. მაგრამ ახლახანს ტესტებზე მყოფ „ფერარის კალიფორნიას“ ტურბო ძრავის ხმა „აღმოუჩინეს“, რაც იმას უნდა ნიშნავდეს, რომ მარანელოელები უკვე ინტენსიურად მუშაობენ ასეთ ძრავებზე. უფრო მეტიც, როგორც გამოცემა „მოტორ ტრენდი“ ირწმუნება, მალე „ფერარი“ თავის ყველა მოდელს ტურბო კომპრესორზე „დასვამს“. ეს კი დროთა განმავლობაში, ახალი თაობის მოდელების გამოშვების კვალობაზე მოხდება.
და ისევე როგორც ფორმულა ერთში, ამ შემთხვევაშიც აქტუალობას, ძრავის ხმა იძენს. საერთოდ, ატმოსფერული ძრავები თავისებური, მაღალი დიაპაზნის ხმებით გამოირჩევა, რაც სუპერ ავტომობილებს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს. დაბალლიტრაჟიან ძრავებს კი, რომლებშიც საწვავი ნარევის ძალდატანებითი დაჭირხვნა ხდება, უფრო ბოხი ხმით და საფეხურების შეცვლისას, გასროლის მსგავსი ხმებით გამოირჩევა, რასაც ასევე თავისი ხიბლი აქვს. ბოლოს და ბოლოს, ლეგენდარული F40 წყვილი ტურბო კომპრესორითაა აღჭურვილი. თუმცა, საყოველთაოდაა აღიარებული, რომ მის შემცვლელ F50-ს, რომლის ბაზაშიც ატმოსფერული V12 დგას, გაცილებით შთამბეჭდავი ხმა აქვს...

No comments:

Post a Comment