დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, November 27, 2013

„ნისანმა“ ტოკიოს შოუ კონცეპტუალური „Idx ფრიფლოუთი“ გაახალისა

Nissan Livens Up Tokyo Salon with Small, Lightweight IDx Freeflow Concept Duo
27 ნოემბერი
ტოკიოს მოტორ შოუზე „ნისანმა“ იმ ავტო ენთუზიასტების ვნებები გააღვიძა, რომლებსაც ჯერაც ახსოვთ ერთ დროს ძალიან პოპულარული კუპე KGC10 და „დატსანის“ ორკარიანი კუპეები. ასეთ ენთუზიასტებზე ზემოქმედების იარაღად, იაპონურმა კომპანიამ კონცეპტუალური „Idx ფრიფლოუს“ ორი, სპორტული და სამოქალაქო ვერსია გამოიყენა.
ორივე რეტრო ავტომობილი იმ ავტო მოყვარულებისთვისაა, ვინც თავისი ოცნების ასრულებას მცირე ბიუჯეტით იწყებს და ბუნებრივია, მისთვის ფასს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. „Idx ფრიფლოუ“ დაკუთხული ფორმებით გამოირჩევა, თუმცა ის ხიბლი აქვს, რომლითაც მისი 1960-70-იანი წლების წინაპრები იზიდავდნენ მყიდველს. ის არის კომპაქტური (სიგრძე მხოლოდ 4.1 მეტრია), უკანა ამძრავიანი და საწვავის ეკონომიურად მომხმარებელი.

კონცეპტუალური ავტომობილის ორივე ვარიანტის შემუშავებაში მონაწილეობა „ნისმოს“ სპეციალისტებმაც მიიღეს. რაოდნ გასაკვირიც უნდა იყოს, კონცეპტუალური კუპეები CVT ვარიატორითაა აღჭურვილი. კონცეპტუალურ ფორმაში ამას არაუშავს, მაგრამ თუ მათი კონვეიერზე დაყენება გადაწყდა, სპორტსმენისთვის ვარიატორი ნამდვილი ანომალია იქნება. ყოველ შემთხვევაში, ამით კუპეს ხიბლის დიდი ნაწილი მოაკლდება.

„Idx ფრიფლოუს“ სპორტული ვერსია 10 სანტიმეტრით განიერია, დგას უფრო დიდ ბორბლებზე და გამონაბოლქვის მილები გვერდზე გამოდის. ტოკიოში წარდგენილი ორივე კონცეპტუალური ავტომობილი ძრავის გარეშეა. თუმცა „ნისანი“ ამბობს, რომ სამოქალაქო ვერსია 1.5 ლიტრზე მცირე მოცულობის ძრავით აღიჭურვება, „ნისმოს“ ვერსიაზე კი 1.6-ლიტრიანი ძრავია გათვალისწინებული, რომელსაც ტურბო კომპრესორი და საწვავის უშუალოდ წვის კამერაში შეფრქვევის სისტემა მოემსახურება.

No comments:

Post a Comment