დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, November 27, 2013

უიტმარში მაგნუსენის აყვანის მიზეზს გვიმხელს

Rival team reneged on Magnussen deal – Whitmarsh
27 ნოემბერი
„მაკლარენის“ შეფი მარტინ უიტმარში იმ მიზეზებზე ლაპარაკობს, რომელთა გამოც, ის იძულებული გახდა, გუნდში დროზე ადრე მიეყვანა უოკინგელთა პროტეჟე, დანიელი კევინ მაგნუსენი, რომელიც მომავალ სეზონში სერხიო პერესს შეცვლის. მას სურდა, რომ ახალგაზრდა პილოტს, ვინც ამ სეზონში ფორმულა რენო 3.5-ის სერიის ტიტული მოიპოვა, სხვა გუნდში მიეღო გამოცდილება და შემდეგ, უკვე სრულყოფილი პილოტი გადასულიყო „მაკლარენში“.
უიტმარში ამბობს, რომ ერთ-ერთი გუნდის შეფს შეუთანხმდა კიდეც, რომელმაც ხელის ჩამორთმევით დაუდასტურა, რომ მაგნუსენს აიყვანდა. მაგრამ მოგვიანებით მან პირობა არ შეასრულა, რის გამოც, დანიელ მრბოლს შესაძლოა სეზონი გაცდენოდა. ამიტომ, მისი სასწრაფოდ, პერესის ადგილზე მიყვანა გადაწყვიტა.
„იმედი მქონდა, რომ კევინისთვის კოკპიტს ვიშოვნიდი. ყველანაირად ვეცადე და თითქოს, მივაღწიე კიდეც საწადელს. უფრო მეტიც, შეთანხმებას მივაღწიე და იმ გუნდის შეფს ხელიც ჩამოვართვი. მაგრამ შემდეგ მან გადაიფიქრა“, - ყვება უიტმარში და დასძენს, რომ ფ1-ში ყოფნის 25 წლის განმავლობაში, მიამიტობა ვერაფრით მოიშორა. „უიმედოდ მიამიტი ვარ. ვიცი, რომ ასეთი არ უნდა ვიყო, ვცადე ამ ნაკლის გამოსწორება, მაგრამ არაფერი გამომივიდა. ახლაც ვთვლი, რომ თუ ვინმეს თვალებში შეხედავ და ხელს ჩამოართმევ, ესე იგი, შეთანხმებას მიაღწიე. მაგრამ როცა ისე ხდება, როგორც მაგნუსენის შემთხვევაში, ყოველთვის გაოცებული ვრჩები. და ყოველთვის ვეუბნები საკუთარ თავს - დაიმახსოვრე და ნუ იქნები მიამიტი“, - დასძენს უიტმარში.
მისივე თქმით, „მაკლარენის“ კიდევ ერთი პერსპექტიული ახალგაზრდა პილოტი, ბელგიელი სტოფელ ფანდოორნი, ვინც ფორმულა რენო 3.5-ის სერია მეორე ადგილზე დაასრულა, მომავალ სეზონში გრანპრი2-ში იასპარეზებს. თუმცა არაა გამორიცხული, რომ ფ1-ის რომელიმე გუნდში მოუძებნოს ადგილი.

No comments:

Post a Comment