დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, November 12, 2013

„იაგუარ ლენდ როვერმა“ რეკორდულ გაყიდვებს და მოგებას მიაღწია

JLR achieves record profits and sales
12 ნოემბერი
„იაგუარ ლენდ როვერი“ ახლოსაა მიზანთან, წლიური გაყიდვების მოცულობა 400 000-მდე გაზარდოს. ამასთან, ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით, მოგებამ 668 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიაღწია. უფრო მეტიც, მოგების საშუალო მარჟა 14.8-დან 17.8 პროცენტამდე არის გაზრდილი, რაც პრემიუმ სეგმენტშიც კი უმაღლესი მაჩვენებელია.
ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით,“იაგუარ ლენდ როვერმა“ 103,000 ავტომობილი გაჰყიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 18 პროცენტით მეტია. ამავე პერიოდში, კომპანიის შემოსავალმა 4.61 მილიარდ გირვანქა სტერლინგს (3.28 მილიარდიდან) მიაღწია, რაც იმის შედეგია, რომ მყიდველი უფრო მეტ მაღალი კლასის ავტომობილს (რეინჯ როვერის და რეინჯ როვერ სპორტის სახით) ყიდულობს.
მარტო „ლენდ როვერის“ გაყიდვებმა წლის პირველ ნახევარში 160 000 ცალს მიაღწია, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 11 000 ცალით და 15 პროცენტით მეტია. ზრდა ძრითადად „ევოუკზე“ და ახალ „რეინჯ როვერზე“ მოთხოვნის ზრდამ განაპირობა. ასევე გაზრდილია „ფრილენდერის“ და „დისქავერის“ გაყიდვები. ყველაზე მეტად, გაყიდვები ჩინეთის ბაზარზე გაიზარდა (42 პროცენტით). შემდეგ ამ მაჩვენებლით მოდის აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონი (35 პროცენტი), აშშ (26 პროცენტი) და ბრიტანეთი (12 პროცენტი).
აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით, „იაგუარის“ 42 პროცენტით, 26 000-დან 37 000-მდე გაიზარდა. XK მოდელების გამს გარდა, ზრდა ყველა მოდელის გაყიდვებს შეეხო. ყველაზე დიდი მოთხოვნა სედან XF-ზე დაფიქსირდა, რომელიც უკვე სრულ ამძრავიანი სისტემითაც იყიდება. მოთხოვნა ასევე გაიზარდა ფლაგმან სედან XJ-ზე, რომლის პოპულარობის ზრდა ასევე 2.0-ლიტრიანი ძრავით აღჭურვილი ვერსიის გამოჩენამ განაპირობა. 

No comments:

Post a Comment