დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, November 11, 2013

„ფოლკსვაგენ ტიგუანს“ განათების პრობლემები აქვს

VW Tiguan probed by U.S. safety regulators for lighting issue
11 ნოემბერი
აშშ-ის უსაფრთხოების რეგულატორმა, საგზაო უსაფრთხოების ეროვნულმა ადმინისტრაციამ (NHTSA) დაიწყო „ფოლკსვაგენ ტუარეგის“ განთების სისტემის შემოწმება, რომელიც რიგ შემთხვევებში პრობლემებს ქმნის. გამოკვლევას დაექვემდებარა ამერიკაში 2009-2011 წლებში გაყიდული დაახლოებით 61 000 უგზოობის ავტომობილი, რისი მიზეზიც, კლიენტებისგან მიღებული საჩივრები გახდა. საჩივრებში აღნიშნულია, რომ ავტომობილის გარე განათება ითიშება.
NHTSA-ს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ შემთხვევების უმეტესობაში, ელექტრონული სისტემის დამცავები ძლიერ ხურდება და დნება კიდეც და ამ დროს, სისტემა ითიშება. შეიძლება გაითიშოს მხოლოდ მთავარი ფარები, მუხრუჭების ფარები, ან მოხვევის ციმციმა ფარებია, ან ყველა ერთად. საქმეში აღნიშნულია, რომ კაპოტის ქვეშ არსებული დამცავთა ბლოკი, გარე განათების რამდენიმე წრედს ემსახურება.
ბედად, გარე შუქების გათიშვას რაიმე სერიოზული ინციდენტი არ მოჰყოლია. „ფოლკსვაგენის“ პრესმდივანი ამბობს, რომ მისი კომპანია აღნიშნულ საკითხზე NHTSA-სთან თანამშრომლობს. არაა გამორიცხული, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად, გერმანულ კომპანიას აღნიშნულ წლებში გამოშვებული „ტიგუანების“ რემონტზე გახმობამ მოუწიოს. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ გამოძიებამ დაადგინა, რომ პრობლემას საგზაო შემთხვევების გამოწვევა შეუძლია.

No comments:

Post a Comment