დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, June 29, 2013

ამბავი ერთი პატარა „იზეტასი“

Man Sells BMW Isetta, Buys It Back by Chance 20 Years Later
29 ივნისი
ამ პატარა მანქანას ალმაცერად ნუ შეხედავთ, თავის დროზე, მან „ბეემვე“ გაყიდვისგან იხსნა. არადა, იყო შანსი, რომ ბავარიულ კომპანიას „მერსედესი“ დაუფლებოდა... „იზეტა“ იტალიური კომპანია იყო, რომელმაც სახელი სწორედ თავისი ჯუჯა ავტომობილით გაითქვა. მისი წარმოების ლიცენზია ბევრმა კომპანიამ იყიდა, მაგრამ ყველაზე ცნობილ „იზეტას“ მაინც „ბეემვე“ უშვებდა.

ავტომობილი ერთკარიანია და ორადგილიანი. კარი წინაა მოთავსებული და საჭის მექანიზმიც მასზეა დამაგრებული. მამოძრავებელ ძალას მანქანას ერთცილინდრიანი 0.25-ლიტრიანი ძრავი ანიჭებს, რომლის სიმძლავრეც მხოლოდ 12 ცხენის ძალაა. არსებობდა ამ ძრავის 0.3-ლიტრიანი ვერსიაც, რომლის სიმძლავრეც 13 ცხენის ძალა იყო. მოკლედ, ძრავი მანქანის გარეგნობის შესაბამისი იყო...
სამწუხაროდ, საღად შემორჩენილი „იზეტა“ დიდი იშვიათობაა. თუმცა, ამ ჯუჯასაც ჰყავს ენთუზიასტები. ერთ-ერთი მათგანია ვინმე ჯეკ ჩერნი, რომელსაც „ბეემვე იზეტა“ 1957 წელს შეუძენია. ამ მანქანით სამსახურში დადიოდა. მაგრამ როცა ძრავს პრობლემები მოუხშირდა, მანქანა გაყიდა. მალე კი თავის ჯუჯაზე ნოსტალგია დაეწყო, რაც ნავთობის 1970-იანი წლების კრიზისმა გააძლიერა... და მან „იზეტას“ ყიდვა გადაწყვიტა. ბევრი ძებნის შემდეგ შეიძინა კიდეც და როგორც გაირკვა, ეს ზუსტად ის ავტომობილი იყო, რომლითაც ერთ დროს თავად სარგებლობდა.

მოკლედ, 20-წლიანი განშორების შემდეგ, ძველი მეგობარი დაიბრუნა. სხვათა შორის, ამ ოცი წლის განმავლობაში, ავტომობილს მხოლოდ 40 კილომეტრი ჰქონდა გავლილი. მაგრამ უქმედ ყოფნამ ძიერ შელახა. ჩერნიმ თავისი მეგობარი აღადგინა და ახლა მისით საფუძვლიანად ამაყობს...

No comments:

Post a Comment