დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, June 29, 2013

ვებერს ფ1-ში დარჩენის ვარიანტებიც ჰქონდა

Webber had options to stay in F1
29 ივნისი
სილვერსტოუნზე ჩატარებულ პირველ პრესკონფერენციაზე, მარკ ვებერმა განაცხადა, რომ სურვილის შემთხვევაში, მას ფორმულა ერთში დასარჩენად საკმარისზე მეტი ვარიანტები ჰქონდა. მაგრამ რადგან ჩემს გეგმებში არ შედიოდა მომავალ სეზონში ფ1-ში დარჩენა, ამიტომ მათზე უარი ვთქვიო.

36 წლის ავსტრალიელმა, ვისაც ფ1-ში 9 დიდი პრიზი აქვს მოგებული განაცხადა, რომ ფ1 მისთვის მიუღებელი მიმართულებით ვითარდება. ამიტომ ლე მანის სერიაში, „პორშეს“ უახლესი სპორტული პროტოტიპით ასპარეზობა გადაწყვიტა და თვლის, რომ ეს მისთვის საინტერესო გამოწვევაა. კითხვაზე, არის თუ არა იმის შანსი, რომ როდესმე ფ1-ს დაუბრუნდეს, ვებერმა უპასუხა: „ეს თითქმის გამორიცხულია, რადგან ფ1-მა ახალი მიმართულება აირჩია და როგორც კი აქედან წავალ, უცებ ამოვვარდები კალაპოტიდან“.
ავსტრალიელმა უარყო მოსაზრება, თითქოს მისი გადაწყვეტილება იმ გარემოებამ განაპირობა, რომ გუნდთან და თანაგუნდელ სებასტიან ფეტელთან ურთიერთობა დაეძაბა. განსაკუთრებით ეგრეთ წოდებული „მულტი-21“ ინციდენტის შემდეგ: „არა, მე საკუთარი გეგმა მაქვს და მას მივყვები. და ლე მანი ჩემი კარიერის შემდეგი ეტაპია“.
„რედ ბულის“ შეფი კრისტიან ჰორნერი ამბობს, რომ ვებერმა თავად მიიღო გადაწყვეტილება და ამაზე, როგორც ჩანს, ბევრი იფიქრა: „დარწმუნებული ვარ, მარკმა ბევრი იფიქრა, სანამ ამ, ძალიან ძნელ გადაწყვეტილებას მიიღებდა“. მანვე დასძინა, რომ „რედ ბული“ ვებერის შემცვლელს სეზონის მიწურულს დაასახელებს.
ფეტელი არ მალავს, რომ გუნდში კიმი რაიკონენის მოსვლას მიესალმება, რადგან არ ეგულება პილოტი, ვინც ფინელის თანაგუნდელად თავს ცუდად იგრძნობს. ამასთან, გერმანელი ხუმრობით დასძენს, რომ გამონაკლისი მხოლოდ სერხიო პერესი შეიძლება იყოს. ხუმრობა იქით და მონაკოში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, კიმიმ აღიარა, რომ მექსიკელს სიამოვნებით გაარტყამდა სახეში.

No comments:

Post a Comment