დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, June 18, 2013

ახალი მოდელები „ფორდის“ ევროპულ ზრდას შეუწყობს ხელს

New Models Like the EcoSport Crucial to Ford's European Growth
18 ივნისი
„ფორდ მოტორ კომპანის“ ამერიკული ბიზნესი აღმავლობის გზაზეა, რაშიც სედან „ფიუჟნთან“ ერთად, რომელზეც მოთხოვნის დაკმაყოფილება გაჭირვებით ხერხდება, F-სერიის პიკაპების კარგი გაყიდვების უზრუნველყოფს. მაგრამ ევროპაში საპირისპირო სიტუაციაა. ამერიკულ კომპანიას უჭირს საწარმოო სიმძლავრეების სრულად დატვირთვა და ევროპული ბაზრის კლების კვალობაზე, ვერც გაყიდვებია სასურველ დონეზე. შესაბამისად, ძველი კონტინენტის ბაზარზე ბიზნესს წაგება მოაქვს.
სააგენტო ბლუმბერგის ინფორმაციით, „ფორდის“ წაგება ევროპის ბაზარზე 2 მილიარდ დოლარს მიაღწევს. თუმცა, დირბორნული კომპანია ამ ტენდენციის შემობრუნებას, ბაზარზე ახალი ავტომობილების გამოშვებით და ამის წყალობით, გაყიდვების ზრდით გეგმავს. ამ მხრივ კი პირველი მერცხალი უგზოობის სუბკომპაქტური „ეკობუსტი“ გახდება, რომელსაც მალევე მოჰყვება ახალი „მონდეო“.
ამჟამად „ფორდს“ ევროპაში აქცენტი ავტოგამქირავებელი კომპანიებისთვის ავტომობილების ბითუმად მიყიდვაზე აქვს გადატანილი, რომელისაც მცირე მარჟით მოგება მოაქვს. ამერიკული კომპანიის ევროპული შტოს გაყიდვების შეფ რიოლანტ დე ვაარდს გადაწყვეტილი აქვს აქცენტის საცალო გაყიდვებზე გადატანა, რასაც ახალი მოდელების გაყიდვებით მიაღწევს და ეს ყველაფერი ბიზნესის შედეგებზე მერმისს აისახება. დე ვაარდის ვარაუდით, ევროპის ბაზარზე გაყიდვების წლევანდელი 13.5 მილიონიდან 14.0 მილიონამდე გაიზრდება. და ეს მისი კომპანიის გაყიდვებზეც აისახება.

ამ მიზნის მიღწევაში მთავარი როლი „ეკოსპორტს“ (ფოტოზე) ენიჭება. ის ძალიან კონკურენტული სეგმენტის ავტომობილია, სადაც ამჟამად „ნისან ჯუკი“ ბატონობს და მალე ამ გარემოს „რენო კაპტური“ და „პეჟო 2008“ შეავსებს. „ეკოსპორტი“ სამხრეთ ამერიკაშია შემუშავებული და ის უშუალოდ შეცვლის ძველ „ფიუჟნს“ (არ აგერიოთ ამერიკულ საშუალო ზომის სედანში - ამ სახელით ადრე სწორედ სუბკომპაქტური ქროსოვერი გამოდიოდა). ეს ავტომობილი „ფიესტას“ პლატფორმაზეა ბაზირებული და გაზრდილი კლირენსით გამოირჩევა, რაც მას უგზოობის კატეგორიაში მოაქცევს.

No comments:

Post a Comment