დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, June 20, 2013

„ფორდმა“ უკვე 7 მილიონი „ტრანზიტი“ გამოუშვა

Ford Transit Production Reaches 7 Million
20 ივნისი
თითქმის 50 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ფორდმა“ ვენ „ტრანზიტის“ წარმოება დაიწყო და კომპანიამ გამოაცხადა, რომ ის უკვე მე-7 მილიონი გამოუშვა. ამ მიღწევის უკეთ აღსაქმელად, ამერიკულმა კომპანიამ ისიც გვამცნო, რომ თუ შვიდივე მილიონ ავტომობილს მიყოლებით ისე დავაყენებთ, რომ ისინი ბამპერებით ეხებოდნენ ერთმანეთს, ისინი ლონდონიდან სიდნეიმდე მანძლს დაფარავენ.
საპატიო ნომრით ავტომობილი „ფორდის“ ჩინურმა ქარხანამ გამოუშვა, რომელიც ქალაქ ნანჩანში მდებარეობს. ამ ღირსშესანიშნავ მოვლენას, თვით ამერიკული კომპანიის პრეზიდენტი და მთავარი აღმასრულებელი ალან მიულალი დაესწრო, რომელმაც გამორჩეული ნომრის მქონე ავტომობილი გადაკოცნა.
„მილიონობით ადამიანის ცხოვრებაში, მათი სამუშაოთი უზრუნველყოფის კუთხით, „ფორდ ტრანზიტს“ მნიშვნელოვანი როლი აკისრია. ამ მანქანას ბევრი ადამიანი სამუშაო ადგილამდე მიჰყავს, მას გზავნილების და სხვადასხვა მცირე ტვირთების გადასატანად იყენებენ, ის ასრულებს სასწრაფო დახმარების ავტომობილის დანიშნულებას და ბევრი ადამიანი ჰოსპიტალში გადაჰყავს. მთელს მსოფლიოში, ადამიანები თავიანთ სამუშაოს სწორედ „ფორდ ტრანზიტის“ დახმარებით ასრულებენ. „ფორდ ტრანზიტი“ მუდმივად განხლების პროცესშია და მომხმარებელს, ნაწარმის გადატანაში ეხმარება“, - მეშვიდე მილიონი „ტრანზიტის“ გამოშვებასთან დაკავშირებულ საზეიმო ცერემონიაზე განაცხადა მიულალიმ (ქვედა ფოტოზე მეშვიდმილიონე ტრანზიტს კოცნის).
„ფორდი“ კარგა ხანს, „ტრანზიტს“ მხოლოდ ევროპაში აწარმოებდა. პირველად ის არაევრპულ ქარხანაში 1997 წელს გამოუშვეს. ეს სწორედ ნანჩანში მოხდა. შემდეგ კი მისი წარმოება ვიეტნამის ქალაქ ჰაი დუონის ქარხანამაც დაიწყო. წარმოების გლობალიზაციამ, „ტრანზიტის“ გაყიდვებიც მნიშვნელოვნად გაზარდა - თუ 2000 წლამდე მხოლოდ 4 მილიონი „ტრანზიტი“ იყო გამოშვებული, მომდევნო მილიონის გამოშვებას ხუთი წელი დასჭირდა, მეექვსე მილიონისას ასევე ხუთი წელი და მეშვიდე მილიონისას - მხოლოდ სამი წელი.

No comments:

Post a Comment