დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, June 20, 2013

„რენო-ნისანს“ მოდულური პლატფორმა ხარჯებს 30-40 პროცენტით შეუმცირებს

Renault and Nissan’s Common Module Family to Lower Costs by 30 to 40 Percent
20 ივნისი
თანამედროვე ავტოინდუსტრიის ყველაზე პროგრესული ტექნოლოგიური სიახლე მოდულური პლატფორმაა. ამ საქმეში პიონრად შეიძლება „ფოლკსვაგენი“ ჩაითვალოს, თუმცა ამგვარი პლატფორმების მსგავს ტექნოლოგიებს სხვა კომპანიები უკვე დიდი ხანია, იყენბენ. და მაინც, გერმანული კომპანია და მისი ჯგუფი პირველია, რომელიც მსგავსი აგებულების (MQB) პლატფორმას მასობრივად გამოიყენებს.

მსგავსი პლატფორმა უკვე შემუშავებული აქვს „პეჟო სიტროენს“ და როგორც ჩანს, ფერხულში მალე „რენო-ნისანის“ ალიანსიც ჩაერთვება. ფრანგულმა და იაპონურმა კომპანიებმა გამოაცხადეს, რომ მალე საზოგადოებას წარუდგენენ უახლეს, მოდულურ სტრუქტურას (ქამონ მოდულ ფემილი - CMF), რომელიც მათ საშუალებას მისცემს, სხვადასხვა ავტომობილების წარმოებისას, რაც შეიძლება მეტი საერთო კომპონენტი გამოიყენონ. ეს კი ახალი ავტომობილების შემუშავებისთვის საჭირო დროსაც შეამცირებს და მათს ღირებულებასაც.
მაგრამ CMF არ არის პლატფორმა. ფრანგულ-იაპონურმა ალიანსმა „ფოლკსვაგენისგან“ განსხვავებული მიმართულება აირჩია და შექმნა მოდულური სისტემა, რომელიც ხუთი ძირითადი მოდულისგან შედგება. ესენია ძრავების, სალონის, შასის წინა სტრუქტურა, შასის უკანა სტრუქტურა და ელექტრიკის/ელექტრონიკის აგებულება. CMF იმითაა საინტერესო, რომ მისი ელემენტები სხვადასხვა სეგმენტის ავტომობილებისთვის შეიძლება იყოს საერთო.
რა თქმა უნდა, ახალი ტექნოლოგიის დანერგვა თანდათან განხორციელდება. ორი კომპანია იმედოვნებს, რომ CMF-ს 2020 წლამდე სრულად აითვისებენ. პირველ ეტაპზე, ამ სისტემას 14 მოდელზე გამოიყენებენ, რომელთაგან 11 ფრანგული კომპანიისა იქნება, სამი კი - იაპონურისა. თუმცა, „ნისანი“ სიახლით პირველი ისარგებლებს და წელსვე დაიწყებს მისი გამოყენებით შექმნილი უახლესი „როგის“ „ქაშკაის“ და „X-ტრეილის“ წარმოებას. პირველი ფრანგული ავტომობილი, რომელიც CMF სისტემით შეიქმნება, „ისპეისია“, რომელსაც მერმისს გამოუშვებენ. მას კი „სცენიკი“ და „ლაგუნა“ მოჰყვება.
საერთო ჯამში, CMF-სისტემის გამოყენებით, პროგრამის პირველ ეტაპზე, წლიურად 1.6 მილიონი ავტომობილი დამზადდება. „რენოს“ და „ნისანის“ გათვლებით, CMF-ის წყალობით, ყოველი მოდელის წარმოებისას, ხარჯები საშუალოდ 30-40 პროცენტით შემცირდება. ამასთან, საერთო მაკომპლექტებლების რიცხვის გაზრდით, მათი წარმოების ხარჯებიც 20-30 პროცენტით შემცირდება.

No comments:

Post a Comment