დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, June 21, 2013

„მერსედესს“ და „პირელის“ ყური აუწიეს

Mercedes reprimanded for 'secret' test
21 ივნისი
ყველა ელოდა, რომ „მერსედესს“ და „პირელის“ საბურავების არალეგალური ტესტებისთვის მძიმე სანქციებით დასჯიდნენ. ამის გამო, გერმანული კომპანიის აქციონერებმა, თავიანთ ხელმძღვანელებს ფ1-ის დატოვებაც კი მოსთხოვეს. იყო იმის მოლოდინი, რომ ფ1-ს „პირელიც“ დატოვებდა. მაგრამ FIA-ს ტრიბუნალმა, ორივე კომპანიას გაფრთხილება აკმარა, სამქიმიანები კი იმით „დასაჯა“, რომ ახალგაზრდა პილოტების ტესტებში მონაწილეობა აუკრძალა. ეს ტესტები ივლისში სილვერსტოუნზე გაიმართება.

ტრიბუნალი შვიდი საათი გრძელდებოდა, რის შემდეგაც, „მერსედესის“ შეფმა როს ბრაუნმა განაცხადა, რომ აღიარებს სასჯელს და აპელირებას არ აპირებს. „ახლა ის დროა, რომ ეს ამბავი დავივიწყოთ და შემდეგი ეტაპებისთვის მოვემზადოთ, რომლებიც ჩვენი გუნდისთვის საშინაო იქნება“, - განაცხადა ბრაუნმა.
„რედ ბულმა“, რომელმაც FIA-ში საჩივარი მონაკოს დიდი პრიზის დღეებში შეიტანა, სურვილი გამოთქვა, რომ სასჯელი უფრო მძმე ყოფილიყო. ავსტრიულმა გუნდმა საიდუმლო ტესტების ამბავი სწორედ მონაკოში შეიტყო და საჩივრის დაწერა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც დადგინდა, რომ ტესტებში „მერსედესმა“ თავისი ახლანდელი მანქანა გამოიყრნა და საჭესთან გუნდის პილოტები იჯდნენ.

ტრიბუნალის მიერ გამოქვეყნებულ ვერდიქტში წერია, რომ ტესტებში მონაწილეობისას, „მერსედესის“ განზრახვა არ იყო მეტოქე გუნდბთან უპირატესობის მოპოვება. საქმე ისაა, რომ მართალია, გუნდებს სეზონის მსვლელობისას ტესტები ეკრძალებათ, მაგრამ „პირელის“ აქვს უფლება, რომ სეზონის განმავლობაში, 1000-კილომეტრიანი ტესტი ჩაატაროს. ოღონდ, მასში მონაწილეობა ყველას უნდა შესთავაზოს. იტალიურმა კომპანიამ ტესტებზე მხოლოდ გერმანული საჯინიბო მიიწვია, რითაც რეგლამენტი დაირღვა. „მერსედესმა“ იცოდა, რომ „პირელიმ“ დაგეგმილი ტესტების შესახებ FIA-ს აცნობა. ამასთან, შეიძლებოდა არ სცოდნოდა, რომ ტესტებზე სხვა გუნდები არ მიუწვევიათ.

No comments:

Post a Comment