დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, June 24, 2013

„ბუგატი“ კიდევ უფრო მძლავრ და ძვირ „ვეირონს“ გამოუშვებს

New £5m Bugatti Veyron planned
24 ივნისი
„ბუგატი“ წარმოებისთვის „ვეირონის“ ბოლო, ულტრა ექსტრემალურ ვერსიას ამზადებს, რომლის პრემიერაც ალბათ მომავალი წლის დასაწყისში გაიმართება. ეს ინფორმაცია ჟურნალ „ავტოქარს“ კომპანიის ინკოგნიტო წარმომადგენლმა დაუდასტურა. ეს იქნება ავტომობილი, რომელსაც ისეთი მახასიათებლები ექნება, როგორიც შეიძლება მხოლოდ ფანტაზიაში ჰქონდეს ადამიანს.

ინფორმაციის წყარო ამბობს: „ჩვენ რამდენიმე ვარიანტს განვიხილავთ. მთავარი ისაა, რომ დროში შეზღუდულები არ ვართ, რადგან ვიცით, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა ის „ვეირონი“ გაიყიდება, რომელთა გამოშვებაც თავიდანვე დაიგეგმა. მხოლოდ ამის შემდეგ მივცემთ თავს იმის უფლებას, რომ ასეთი ავტომობილი გამოვუშვათ“.
მოდიფიკაციათა შორის, რომელთა განხორციელებაც მოსალოდნელია, ერთ-ერთი ყველაზე რეალური, მანქანის წონის შემცირებაა. ამისათვის, უფრო ინტენსიურად გამოიყენებენ კარბონის კომპოზიტს. ამის წყალობით, შესაძლებელი იქნება დაახლოებით 200 კილოგრამის დაზოგვა და ეს წონა ვერსია „სუპერ სპორტის“ 1888 კილოგრამს მოაკლდება. პარალელურად, მნიშვნელოვნად მოიმატებს ძრავის ისედაც უსაშველო სიმძლავრე. იმავე „სუპერ სპორტს“ 1184 ცხენის ძალა ამოძრავებს.
„ავტოქარის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, „ვეირონის“ ბოლო ვერსია კვლავ ოთხ ტურბოიანი W16 ძღავით აღიჭურვება, რომლის სიმძლავრეც 1500 ცხენის ძალას მიაღწევს. სავარაუდოდ, სიმძლავრის გაზრდის ერთ-ერთი მთავარი რესურსი, ძრავის ლიტრაჟის გაზრდა იქნება. ამასთან, უკვე გამოირიცხა ძალური დანადგარის ელექტრული დანამატით აღჭურვა.
ძნელია იმის თქმა, თუ რამდენი იქნება ასეთი მონსტრის აჩქარების ტემპი და მაქსიმალური სიჩქარე. შეგახსენებთ, რომ „სუპერ სპორტის“ მაქსიმუმი 431 კმ/სთ-ია. ახალი ვერსიის სავარაუდო მაქსიმუმი 450 კმ/სთ იქნება. და ესეც მხოლოდ იმიტომ, რომ უფრო მეტის გამძლები საბურავები ჯერ არავის შეუქმნია.
დაბოლოს ფასი. ამ მხრივ, ახალი ავტომობილი ყველანაირ ზღვარს გასცდება და ანტიკვარული ავტომობილების ტერიტორიაზე შეაღწევს - მის ფასად ამ ეტაპზე 5 მილიონ გირვანქა სტერლინგს ვარაუდობენ, რაც ახლანდელი კურსით 7.7 მილიონ დოლარზე მეტია.

No comments:

Post a Comment