დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, June 28, 2013

„პეჟო“ შეიძლება „ჯენერალ მოტორსმა“ შეიძინოს

Peugeot family to cede control to GM?
28 ივნისი
203 წლის წინათ, პეჟოს ოჯახმა თავისი კომპანია ჩამოაყალიბა, რომელმაც ყავის საფქვავების წარმოებით დაიწყო და ათწლეულების შემდეგ ავტომობილების წარმოებაზე გადაერთო. მთელი ამ დროის განმავლობაში, ოჯახი თავისი კომპანიის განმკარგველი იყო, მაგრამ როგორც ჩანს, ყველაფერს აქვს თავისი დასასრული და შესაძლოა, მალე „პეჟო“ პეჟოს ოჯახის კონტროლიდან გამოვიდეს.

როგორც სააგენტო როიტერსი იტყობინება, პეჟოს ოჯახი მისი კუთვნილი აქციების „ჯენრალ მოტორსისთვის“ მიყიდვას აპირებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ წლის ბოლომდე გაკოტრებას ვერ გადაურჩება. როიტერსისვე ინფორმაციით, ამჟამად ოჯახს კომპანიის აქციების 25.4 პროცენტი და ხმის მიხემის უფლების მქონე აქციების 38.1 პროცენტი ეკუთვნის. გენერლების ხელში კი „პეჟო სიტროენის“ მხოლოდ 7 პროცენტია, რაშიც ამერიკულ კომპანიას 423 მილიონი დოლარი აქვს გადახდლი.
როიტერსს სანდო წყარომ შეატყობინა, რომ პეჟოს ოჯახი უკვე დათანხმდა აქციების საკონტროლო პაკეტის გაყიდვაზე. თუმცა, ამაზე „ჯენერალ მოტორსისგან“ ჯერ პასუხი არ მიუღია. როგორც ირკვევა, ამერიკული კომპანია აქციების შეძენაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ყაბულს, თუ საფრანგეთსა და გერმანიაში არსებული „პეჟოს“ ქარხნების ნაწილის დახურვის უფლებას მიიღებს. არადა, „პეჟოს“ თავისუფალი საბრუნავი სახსრები ამოწურვაზე აქვს და მალე ხელფასების გაცემასაც ვეღარ შეძლებს.
სხვათა შორის, ფრანგულ კომპანიას ცოტა ხნის წინ მოლაპარაკება ჩინურ „დონფენთან“ ჰქონდა, რომელიც მისი პარტნიორი ინდუსტრიის სხვა სფეეროებშია. მაგრამ ჩინელებმა პარტნიორობის გაღრმავებისგან თავის შეკავება ამჯობინეს. არადა ცნობილია, რომ ევროპასა და ამერიკაში თავიანთი პროდუქციის ექსპანსიისთვის, ჩინელი კომპანიები ევროპული კომპანიების შეძენას, ან მათთან ღრმა პარტნიორულ ურთიერთობების გაბმას ესწრაფვიან.
რა ინტერესი შეიძლება ჰქონდს „ჯენრალ მოტორსს“ „პეჟოში“? პასუხი ძალიან ზოგადია - ამერიკულ კომპანიას შეიძლება აინტერესებდეს თავის ევროპულ შტო „ოპელ/ვოქსოლისა“ და „პეჟოს“ ინტეგრაცია. კერძოდ, მოგებიანი იქნება, თუ ეს ორი კომპანია საერთო პლატფორმებს გამოიყენებს. ამ მხრივ, საინტერესოა ფრანგული კომპანიის უახლესი მოდულური პლატფორმა, რაც გენერლებს „ფოლკსვაგენის“ ჯგუფის კომპანიებთან კონკურენციის საშუალებას მისცემს.
მეორეც, „ოპელისა“ და „პეჟოს“ საწარმოო სიმძლავრეების კონსოლიდაცია. ამ ეტაპზე, ორივე კომპანიას აქვს ჭარბი საწარმოო სიმძლავრეები, რომელთა მოხერხებულად გადანაწილების და ზედმეტი ქარხნების დახურვის შემთხვევაშიც, საწარმოო ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირება იქნება შესაძლებელი. მაგრამ ამ შემთხვევაში, პრობლემას საფრანგეთის მთავრობა შექმნის, რომელიც ქარხნების დახურვის წინააღმდეგი წავა. იმისათვის, რომ „პეჟო“ გაკოტრებისგან ეხსნა, საფრანგეთის მთავრობამ 7 მილიარდი ევრო გაიღო ავტოკომპანიის ფინანსური შტოს გასაძლიერებლად.
მოკლედ, „პეჟო“ შავ დღეშია და მშველელად მხოლოდ „ჯენერალ მოტორსი“ ეგულება. ყოველ შემთხვევაში, როიტერსის ინფორმატორები სწორედ ამაზე ლაპარაკობენ...

No comments:

Post a Comment