დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, December 9, 2013

„ლენდ როვერი“ ახალ „დიფენდერს“ პიკაპის ძარითაც გამოუშვებს

Land Rover Defender pickup coming in 2017
9 დეკემბერი
თავის ყველაზე ძველ მოდელ „დიფენდერთან“ დაკავშირებით, „ლენდ როვერს“ დიდი გეგმები აქვს. ამ ავტომობილს ბრიტანული კომპანია მყიდველს რამდენიმე ვარიანტის სახით შესთავაზებს და მათ შორის, პიკაპიც იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემა „ვოთ ქარ?-ს“ „ლენდ როვერის“ დიზაინის შეფმა ჯერი მაკგოვერნმა მიაწოდა.
ეს პირველი შემთხვევა არ იქნება, როცა „დიფენდერი“ პიკაპის ძარით დამზადდება. ამ ავტომობილს ბრიტანეთსა და ამერიკაშიც, მყიდველს ნახევრად სატვირთო ვერსიის სახითაც აწვდიდნენ. ამერიკაში გასაგებია - პიკაპი ხომ ავტომობილის ყველაზე პოპულარული სეგმენტია. რაც შეეხება ბრიტანეთს, იქ „დიფენდერს“ ლამის ოჯახის წევრად მიიჩნევენ და რა გასაკვირია, რომ მას ხშირად სოფლის მეურნეობაში დამხმარედაც იყენებდნენ.
მაგრამ სავარაუდოდ, ახალი „დიფენდერის“ შემთხვევაში, მყიდველს ნამდვილ პიკაპს შესთავაზებენ და არა უნივერსალს, რომელსაც საბარგულის ნაწილი რბილი ტენტით აქვს დახურული და მხოლოდ ამის გამო მიიჩნევა პიკაპად, ან თუ გნებავთ, ქებ-ად. მოკლედ, ახალი ავტომობილით, „ლენდ როვერი“ მოკრძალებულ მიზანს ისახავს და კონკურენტად ნაკლებად პოპულარულ „ფოლკსვაგენ ამაროკს“ ასახელებს.
მაკგოვერნი დასძენს, რომ „დიფენდერის“ პიკაპისძარიანი ვერსია მხოლოდ მას შემდეგ გამოვა, რაც მყიდველს ხუთ და შვიდადგილიან ვერსიებს შესთავაზებენ. ახალი პიკაპი კი უფრო ლუქსის კლასის ავტომობილი იქნება, ვიდრე სოფლის მშრომელი. ოღონდ, რამდენად ლუქსური შეიძლება იყოს ასეთი სპარტანული ავტომობილი, ძნელი სათქმელია.

No comments:

Post a Comment