დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, October 11, 2015

„მერსედესმა“ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული დაიცვა

Mercedes win second successive F1 constructors' title
11 ოქტომბერი
„მერსედესმა“ ზედიზედ მეორედ მოიპოვა ფორმულა ერთის კონსტრუქტორთა თასი, ლუის ჰამილტონმა კი დიდი ნაბიჯი გადადგა მსოფლიო ჩემპიონის მესამე ტიტულისკენ. ეს სოჭის რბოლის შემდეგ მოხდა, რომელიც სწორედ ჰამილტონმა მოიგო. ეს ამ სეზონში მისი მეცხრე, კარიერაში კი 42-ე გამარჯვებაა. ამგვარად, მისმა უპირატესობამ უახლოეს მდევართან 66 ქულას მიაღწია და ეს მაშინ, როცა დარჩენილ ოთხ ეტაპზე, მაქსიმუმ 100 ქულის აღებაა შესაძლებელი.
მეორე ადგილზე კი ნიკო როსბერგი სებასტიან ფეტელმა შეცვალა, რომელმაც სოჭის ოლიმპიური პარკის ტრეკზე რბოლა მეორე ადგილზე დაასრულა. როსბერგმა რბოლა პოულიდან დაიწყო და რბოლაშიც დაწინაურდა, მაგრამ მე-7 წრეზე აქსელერატორის პედალი გაუტყდა და იძულებული გახდა, რბოლა ბოქსებში დაესრულებინა. ის ახლა მესამეზეა და ჰამილტონს 73 ქულით ჩამორჩება. სხვათა შორის, თუ ჰამილტონს უკვე მომდევნო ეტაპზე შეუძლია მესამე ტიტულის მოპოვება. ამისათვის საკმარისი იქნება, თუ ფეტელზე 9 ქულით მეტს, როსბერგზე კი 2 ქულით მეტს აიღებს.
მესამე ადგილი, რომ იტყვიან, ხელში ჩაუვარდა მექსიკელ სერხიო პერესს, რომელმაც კიმი რაიკონენის და ვალტერი ბოტასის ბრძოლის შეჯახებით დასრულებით ისარგებლა. პერესი რბოლის მიწურულს მესამე იყო, მაგრამ უფრო ახალი საბურავებით მოასპარეზე ფინელებმა ადვილად გაასწრეს და თითქოს, მექსიკელისთვის კვარცხლბეკის იმედები გადაიწურა, მაგრამ მეტოქეებმა მესამე პოზიცია თავად დაუბრუნეს.
სხვათა შორის, სწორედ რაიკონენის „დამსახურებაა“ ის, რომ სამქიმიანებმა სოჭშივე დაიცვეს ტიტული. ბოტასთან შეჯახების მიუხედავად, მან რბოლა მეხუთე პოზიციაზე დაასრულა, თუმცა ფინიშის შემდეგ, სტიუარდებმა 10-წამიანი სტოპ ენდ გოუთი დასაჯეს და რადგან რბოლა უკვე დასრულებული იყო, ამას პიტლეინზე გავლის 20 წამიც დაამატეს. შედეგად, რაიკონენმა მე-8 ადგილზე გადაინაცვლა და „მერსედესის“ ჩემპიონობაც დააჩქარა.
რბოლისას ტრასაზე ორჯერ გამოვიდა უსაფრთხოების მანქანა. პირველად ეს სტარტზევე მოხდა, როცა ნიკო ჰულკენბერგს შეცდომა მოუვიდა და დატრიალდა. მის უკონტროლო მანქანას კი მარკუს ერიკსონი დაეჯახა და მალე ამ ორომტრიალში მაქს ფერსტაპენიც ჩაერთო. მეორედ კი უსაფრთხოების მანქანა მე-12 წრეზე გამოვიდა მას შემდეგ, რაც რომენ გროჟანმა მანქანა დაამტვრია. ბედად, ფრანგი მრბოლი არ დაზიანებულა.
სოჭის რბოლა იღბლიანი გამოდგა „მაკლარენისთვის“, რომლის ორივე პილოტმაც ფინიშს ათეულში მიაღწია. ჯენსონ ბატონმა მე-9 ადგილი დაიკავა, ფერნანდო ალონსო კი მეათეს დასჯერდა. რაც ასევე მნიშვნელოვანია, ორივე გამარჯვებულს წრეზე ნაკლებით ჩამორჩა.

სოჭის დიდი პრიზი
სოჭის ოლიმპიური ტრეკი, დისტანცია 309.745 კმ (53 წრე, 5.848 კმ)
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           1:37:11.024
2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი)                    +00:05.953
3. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                      00:28.918
4. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                         00:38.831
5. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული)                        00:47.566
6. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი)                        00:56.508
7. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)          01:01.088
8. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                             01:12.358
9. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                 01:19.467
10. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო)           01:28.424
11. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი)            01:31.210
12გ. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                1 წრე
13. რობერტო მერი (ესპანეთი, მენორი)                          1 წრე
14. უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი)                      2 წრე
15გ. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)        6 წრე
გ. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო)                  7 წრე
გ. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                   42 წრე
გ. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     46 წრე
გ. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, ზაუბერი)                     53 წრე
გ. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)           53 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა
უსწრაფესი წრე: სებასტიან ფეტელი - 1:40.071, 51-ე წრე

მრბოლთა კლასიფიკაცია
1. ლუის ჰამილტონი - 302 ქულა; 2. სებასტიან ფეტელი - 236; 3. ნიკო როსბერგი - 229; 4. კიმი რაიკონენი - 123; 5. ვალტერი ბოტასი - 111; 6. ფელიპე მასა - 109; 7. დანილ კვიატი - 76; 8. დანიელ რიკარდო - 73; 9. სერხიო პერესი - 54; 10. რომენ გროჟანი - 44; 11. ნიკო ჰულკენბერგი - 38; 12. მაქს ფერსტაპენი - 33; 13. ფელიპე ნასრი - 25; 14. პასტორ მალდონადო - 22; 15. კარლოს საინსი - 12; 16. ფერნანდო ალონსო - 11; 17. მარკუს ერიქსონი - 9; 18. ჯენსონ ბატონი - 8; 19. რობერტო მერი - 0; 20. უილ სტივენსი - 0; 21. ალექსანდერ როსი (აშშ, მენორი) - 0

კონსტრუქტორთა თასი
1. მერსედესი - 531 ქულა; 2. ფერარი - 359; 3. უილიამს-მერსედესი - 220; 4. რედ ბულ-რენო - 149; 5. ფორს ინდა-მერსედესი - 92; 6. ლოტუს-მერსედესი - 66; 7. ტორო როსო-რენო - 45; 8. ზაუბერ-ფერარი - 34; 9. მაკლარენ-ჰონდა - 19; 10. მენორ-ფერარი - 0

No comments:

Post a Comment