დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, October 10, 2015

700-ცხენიანი „მუსტანგი“ საახალწლო კატალოგისთვის

Neiman Marcus' 2015 Christmas Book Mustang Has +700HP…But No AWD
10 ოქტომბერი
„ნიმან მარკუსის“ ჯგუფის საშობაო კატალოგის შეკვეთით, „ფორდ პერფორმენსი“ შეზღუდული რაოდენობით დაამზადებს ღია „მუსტანგის“ სპეც ვერსიას, რომელიც შეძლებულ მყიდველს ბევრი საინტერესო სიახლით მიიზიდავს. სულ 100 ცალი ასეთი „მუსტანგი“ დამზადდება, რომელთაგან თითოეული 95 000 დოლარი ეღირება. ამასთან, ყოველ გაყიდულ ავტომობილზე, 1000 დოლარი, „ნიმან მარკუსის“ ხელოვნების საქველმოქმედო ფონდში (ჰარტ ოფ ნიმან მარკუს ფაუნდეიშნ) გადაირიცხება.
გარდა იმისა, რომ სპეც შეკვეთით დამზადდება, საკოლექციო ავტომობილი თავისი მძლავრი ძრავითაც იქნება გამორჩეული. მისი 5.0-ლიტრიანი V8, მექანიკური კომპრესორის დახმარებით, 700 ცხენის ძალას და 810 ნიუტონმეტრზე მეტს გამოიმუშავებს. ძრავს მექანიკური გადაცემათა კოლოფი დაუკავშირდება. ასეთი აღჭურვილობით, ავტომობილი ადგილიდან ასის აკრეფას 3.5 წამში შეძლებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 314 კმ/სთ-ს აღწევს.
ასეთი მონაცემების ავტომობილს, აპეტიტიც სოლიდური აქვს - ქალაქში 100 კილომეტრის გასავლელად, 15.7 ლიტრი ბენზინი სჭირდება, ქალაქგარეთ კი 9.4 ლიტრი ჰყოფნის. რა თქმა უნდა, ეს მონაცემები მართვის თავისებურებებზეა დამოკიდებული. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ავტომობილის მყიდველისთვის, საწვავის ხარჯი მეორეხარისხოვანია.
საინტერესოა, რომ მაღალი ფასი, შესაბამის მომსახურებასაც ითვალისწინებს. კერძოდ, მყიდველს ამ ტიპის ავტომობილზე, „ფორდ რეისინგის“ სკოლაში, ორდღიანი კურსის გავლის საშუალება მიეცემა. ამ კურსის ფარგლებში, მათ სატრეკო გამოცდილებასაც მიიღებენ.
საშობაო კატალოგისთვის მომზადებული „მუსტანგები“, ორ ფერში გამოეწყობა. გარდა ამისა, მათ სპორტულად მომართული საკიდარით აღჭურვავენ. ავტომობილი მსუბუქ ნაჭედ 20-დუიმიან ბორბლებზე დადგება, რომლებიც „ნიტოNT05“ საბურავებით შეიმოსება. კომპლექტაციაში ასევე შევა „ბრემბოს“ მუხრუჭები და გვერდითა გამოსაბოლქვი, ასევე წინა და უკანა სპოილერები. სალონში მყიდველს მსუბუქი, სარბოლო სავარძლები და სხვა სპორტული აქსესუარები დახვდბა.

No comments:

Post a Comment