F1 drivers trust FIA over closed cockpits
27 ივნისი
ავსტრიის დიდი პრიზის რბოლის დასაწყისში, კიმი
რაიკონენსა და ფერნანდო ალონსოს შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ, კვლავ წამოიჭრა
საკითხი, დახურული კოკპიტების შემოღების აუცილებლობის შესახებ. და როგორც ირკვევა,
პილოტები ამასთან დაკავშირებით, სრულ ნდობას უცხადებენ FIA-ს და ამბობენ, რომ
დაეთანხმებიან ამ მიმართულებით, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის მიერ
მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებას.
ავარიის შედეგად, ალონსოს „მაკლარენი“ რაიკონენის „ფერარის“
„შეახტა“ და მის თავზე გაჩერდა, რამაც ფინელ პილოტს სერიოზული ხიფათი შეუქმნა.
რაიკონენი გადარჩა, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ბედმა გაუღიმა. სწორედ ამიტომ,
კვლავ აქტუალობა შეიძინა დახურული, ან უფრო დაცული კოკპიტის დაწესების საკითხმა.
„ჩვენ ვიცით, რომ ეს მანქანის ყველაზე დაუცველი
ადგილია. ღია კოკპიტი ყოველთვის ხიფათის შემცველი ფაქტორია. ამიტომ, აუცილებელი კვლევის
შემდეგ, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა განვსაზღვროთ ყველა ის საჭირო ქმედება, რასაც მომავალში
გავატარებთ“, - ამბობს ნიკო როსბერგი.
დიდი პრიზების მრბოლთა ასოციაცია (GPDA) აცხადებს,
რომ უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად საჭირო ღონისძიებები მუდმივად ხორციელდება,
მაგრამ აუცილებელია სიფრთხილე. სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ პილოტები სრულად ენდობიან
FIA-ს და FIA-ს ფონდს, რომლებიც საკითხს სწორი მიმართულებით იკვლევენ და არ
აკეთებენ ნაუცბათევ დასკვნებს და შესაბამისად, არც ცვლიან რეგლამენტს.
GPDA-ს
თავმჯდოამრე ალექს ვურცი ამბობს: „ადრე ჩვენ FIA-ს ამ საკითხზე გადაწყვეტილებების
მიღებისკენ ვუბიძგებდით. ამის შედეგია ის, რომ კოკპიტში თავის მისაყრდნობი
დამცველი დეტალი გაჩნდა, რომელმაც კოკპიტი აამაღლა და პილოტის თავი მაქსიმალურად დაფარა.
ახლა იმაზე მოგვიწევს ფიქრი, რომ პილოტის თავი უფრო მეტად დავფაროთ. ამ ყველაფერს,
კოკპიტის დახურვისკენ მივყავართ, რაც ინტენსიურად გამოვიკვლიეთ. პირადად მე, ეს იდეა
მომწონს. მაგრამ გამოსაკვლევია, დახურული კოკპიტი სხვა სირთულეებს ხომ არ შექმნის.
ეს ახალი გამოკვლევის მთავარი საკითხი იქნება“.
No comments:
Post a Comment