დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, November 26, 2015

ფეტელი ფერსტაპენს აქებს

Vettel Expects Max Verstappen To Challenge Him Eventually
26 ნოემბერი
ფორმულა 1-ის ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონი სებასტიან ფეტელი „ტორო როსოს“ ახალბედა მაქს ფერსტაპენს „სიურპრიზს“ უწოდებს და დარწმუნებულია, რომ თინეიჯერი ჰოლანდიელი მალე ჩემპიონობისთვის მებრძოლთა შორის გამოჩნდება და მისი დამარცხება ყველასთვის ძალიან ძნელი იქნება. ფეტელი განმარტავს, რომ ფერსტაპენი სიურპრიზია, რადგან არის „ძალიან აგრესიული, ხანდახან კი მეტისმეტად აგრესიულიც. მან ძალიან კარგი სეზონი ჩაატარა და ორჯერ მეოთხე ადგილზეც კი გავიდა“.
ფერსტაპენი ამჟამად ძალიან კარგ ფორმაშია - ზედიზედ ბოლო ექვსი რბოლა ქულებით დაასრულა. მათ შორის, ბუდაპეშტსა და ოსტინში მეოთხე ადგილები დაიკავა. სეზონის ბოლო ეტაპის წინ, მას მე-11 ადგილი უკავია და მის წინ მყოფ ნიკო ჰულკენბერგს მხოლოდ ოთხი ქულით ჩამორჩება. თავად კი ერთ ქულას უგებს რომენ გროჟანს.
ფეტელის თქმით, ფერსტაპენი ახალი თაობის საუკეთესო პილოტია. თავად ფეტელი ჯერ მხოლოდ 28 წლისაა, თუმცა უკვე ძველ თაობას მიეკუთვნება, რადგან ფ1-ში რამდენიმე წელი აქვს გატარებული. მის თაობასვე განკუთვნებიან ლუის ჰამილტონი, ნიკო როსბერგი, დანიელ რიკარდო, ნიკო ჰულკენბერგი და ვალტერი ბოტასიც.
რაც შეეხება ფერსტაპენის „თაობას“, მასში არიან ასევე ძალიან ნიჭიერი პილოტი ესპანეთიდან, „ტორო როსოს“ კიდევ ერთ ახალბედა კარლოს საინს უმცროსი, „რედ ბულის“ დანილ კვიატი და „ზაუბერის“ ფელიპე ნასრი. ყველამ მეტნაკლებად გამოიჩინა თავი, თუმცა ფერსტაპენივით აღტაცებას ვერცერთი ვერ იწვევს.

No comments:

Post a Comment