დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, February 21, 2013

ვალენტინო როსი „ოპელ ადამის“ სახე გახდა

Valentino Rossi is new brand ambassador for Opel ADAM
21 თებერვალი

წრიულ მოტორბოლებში მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონი ვალენტინო როსი, იტალიაში „ოპელის“ უახლესი კომპაქტური სპორტული ავტომობილის, „ადამის“ სახე გახდა. გერმანულმა კომპანიამ, თავისი ახალი პროდუქტის რეკლამისთვის, როსი მისი ცხოვრების აქტიური რიტმის გამო შეარჩია. როსი უდიდესი პოპულარობით სარგებლობს არამხოლოდ მოტოსპორტის ფანებს შორის, არამედ მთლიანად, ავტო-მოტო სამყაროში და ახალგაზრდებს შორის. იმ ახალგაზრდა თაობაში, რომელსაც „ოპელის“ მარკეტოლოგები „ადამის“ ძირითად მყიდველად მიიჩნევენ.

„ოპელის“ განმარტებით, „ადამი“ და როსი გამოირჩევიან პიროვნულად, კრეატიულობით, ენერგიულობით და მიზანსწრაფულობით. თავისი თამამი, არატრადიციული და აბსოლუტურად უნიკალური გარეგნობით, „ადამი“ სწორედ იტალიელ სუპერ ვარსკვლავის ხასიათებს იმეორებს. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებით, როსი მონაწილეობას მიიღებს როგორც ტრადიციული სარეკლამო რგოლების გადაღებებში, ასევე ავტომობილს სოციალურ მედიასა და კომერციულ პრესაშიც გაუწევს რეკლამას.
„ვალენტინო როსი ის პიროვნებაა, რომელიც საუკეთესოდ შეესაბამება „ადამის“ სახის პოზიციას. ის არის მშვიდი, მხიარული და ცოტათი თამამიც. ის მუდმივად მოძრაობაშია, ზუსტად ისე, როგორც „ოპელ ადამი“. იმავდროულად, ისაა ძალიან მკაცრი, ფრთხილი და მომთხოვნი. ყოველთვის მაქსიმალური სიზუსტით მოქმედებს. სწორედ ისე, როგორიცაა გერმანული ინჟინერია - ჩვენი ავტომობილების ძირითადი ღირებულება. „ადამისთვის“ ვალენტინოს შერჩევით, ჩვენ კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი იმ გარემოებას, რომ ჩვენი ავტომობილებისთვის ახალი იმიჯის შექმნას ვცდილობთ და იმავდროულად, ყურადღებას ისევ გერმანული ინჟინერიის ხარისხსა და სიზუსტეზე ვამახვილებთ“, - ამბობს „ოპელ იტალიას“ მმართველი დირექტორი რობერტო მატეუჩი.
„თავიდანვე მოვიხიბლე „ოპელ ადამით“, რომელიც არამხოლოდ გარეგნობით მომეწონა, არამედ მდიდარი აღჭურვილობისა და აქსესუარების გამოც. მე თვითონ დავრწმუნდი იმაში, რომ ამ ავტომობილს ინდივიდუალიზაციის უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია ათასობით ვარიანტის სახით. ეს უბრალოდ, ფანტასტიურია. რა თქმა უნდა, ამ ავტომობილის ყველა შესაძლებლობა არ ვიცი, მაგრამ გარწმუნებთ, ისინი საკმარისადაა იმისათვის, რომ ყოველმა მყიდველმა სრულიად განსხვავებული „ადამი“ შეიძინოს“, - ამბობს როსი.

No comments:

Post a Comment