დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, February 21, 2013

ჟენევაში „ფორდის“ სერიული „ტურნეო კურიერის“ პრემიერა ჩატარდება

Geneva Motor Show Debut for Ford's Production-Ready Tourneo Courier Minivan
21 თებერვალი

ჟენევის მოტორ შოუზე სიახლეები „ფორდსაც“ ექნება. თუ ცისფერი ოვალი ექსპო სენტერში სიურპრიზებს არ დაგვახვედრებს, მისი ექსპოზიციის მთავარი პერსონაჟი იქნება წარმოებისთვის მომზადებული მინივენი „ტურნეო კურიერი“. ეს ავტომობილი პირველად შაღშან ამსტერდამში ჩატარებულ სპერციალურ ფორუმ „გოუ ფართერზე“ გამოჩნდა, სადაც ამერიკულმა კომპანიამ, გლობალური განვითარების დაწვრილებითი გეგმა წარმოადგინა.

ახალი „ტურნეო კურიერი“ „ფორდის“ B-პლატფორმაზეა ბაზირებული, რომელსაც ამერიკული კომპანია ისეთი პოპულარული მოდელებისთვისაც იყენებს, როგორებიცაა „ფიესტა“ და „B-მაქსი“. მართალია, ჟენევაში სერიულ „ტურნეო კურიერს“ გვიჩვენებენ, მაგრამ სამგზავრო მინივენი ბაზარზე მერმისს გამოვა. ამასთან, „ფორდი“ ამავე ავტომობილის კომერციულ ვერსიასაც გამოუშვებს, რომელსაც სავარძლების უკანა რიგს და უკანა ფანჯრებს ამოაცლიან. ეს ვერსია ბაზარზე „ტრანზიტ კურიერის“ სახელით გამოვა.
ამ ეტაპზე, ამერიკული კომპანია „ტურნეო კურიერის“ შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს. ეს ჟენევური გამოფენის გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდება. გარდა ამისა, „ფორდის“ ევროპული შტო პატარა სერიულ ქროსოვერ „ეკოსპორტსაც“ გაგვაცნობს.

No comments:

Post a Comment