დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, March 26, 2014

„ფორდმა“ თავის შეფს 13.8 მილიონი დოლარის აქციები აჩუქა

Ford awards Mulally $13.8 million in stock for 2013 performance
26 მარტი
„ფორდ მოტორ კომპანიმ“ თავის მთავარ აღმასრულებელ ალან მიულალის, ამერიკაში მოგების და ჩინეთში გაყიდვების გაზრდისათვის, ჯილდოს სახით, 13.8 მილიონი დოლარის აქციები გადაუხადა. გარდა ამისა, მასვე ოპციის სახით, კომპანიის 613 747 ცალი აქციის შეღავათიან ფასში შეძენის უფლება მიეცა. ამასთან, მიულალის 2016 წლამდე 882 352 ცალი აქციის გაყიდვის უფლება არ ექნება.
ცისფერმა ოვალმა შარშან მოგების სახით 7.16 მილიარდი დოლარი მიიღო, მისი აქციების ფასი კი 19 პროცენტით გაიზარდა. ყოველივეს გამო, 68 წლის მიულალის ხელფასიც გაეზარდა და ბონუსებიც, რომელთა ზუსტი მაჩვენებლები მოგვიანებით გამოქვეყნდება.
მიულალი „ფორდში“ 2006 წელს გადავიდა „ბოინგიდან“. მისი წყალობით, ცისფერმა ოვალმა თავი დააღწია კრიზისს, რომლის გამოც, „ჯენერალ მოტორსს“ და „კრაისლერს“ ხელოვნური გაკოტრების რეჟიმში მუშაობა და სახელმწიფოსგან დახმარება დასჭირდათ. შარშან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის „მაიკროსოფტში“ გადასვლას აპირებდა, თუმცა შემდეგ ეს ცნობა თავადვე უარყო.
სწორედ მისი მოსვლის შემდეგ გაჰყიდა „ფორდმა“ თავისი ჯგუფის ევროპული კომპანიები - „ლენდ როვერი“, „იაგუარი“ და „ასტონ მარტინი“, რითაც ევროპული ბიზნესის ხარჯები ძიერ შეკვეცა. მანვე მოახერხცა პროფკავშირებთან შეთანხმების მიღწევა, რისი წყალობითაც, კომპანიის ქარხნებში სამუშაო ძალა შეამცირა. ასევე დაიხურა რამდენიმე ქარხანაც, რომლებიც არასრული დატვირთვით მუშაობდა და ამიტომ, წაგება მოჰქონდა.
ბოლო ხუთ წელიწადში „ფორდმა“ 42.3 მილიარდი დოლარის მოგება მიიღო. არადა, 2006-2008 წლებში 30.1 მილიარდი დოლარი იზარალა. ჯერ კიდევ ხუთი წლის წინათ, კომპანიის აქციები 2.00 დოლარზე მაღლა ვერ ადიოდა, ამჟამად კი მათი ფასი 15.67 დოლარია. ამ დამსახურებათა გამო, მიულალიმ „ფორდში“ მუშაობის განმავლობაში, ხელფასების, ბონუსების და კომპენსაციების სახით, ჯამში დაახლოებით 303 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. შარშან ის მსოფლიო ავტოინდუსტრიაში, ყველაზე მაღალანაზღაურებადი მთავარი აღმასრულებელი გახდა. შარშან მან დანამტების სახით, 11.7 მილიონი დოლარის ღირებულების აქციები მიიღო. „ფორდს“ პირობა აქვს დადებული, რომ როცა მიულალი მისი ხელმძღვანელის პოსტს დატოვებს, მადლიერების გამოსახატად, ცალკე ბონუსს მიიღებს. ოღონდ რა მოცულობისა იქნება ეს ბონუსი, ამაზე ჯერ არაფერი უთქვამს.

No comments:

Post a Comment