დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, March 28, 2014

„რედ დოტის“ ჯილდოები ახალ „ჰიუნდა ჯენზისს“ i10-ს

Red Dot Award: Why Jimmy Choo Likes Hyundai's i10 and Genesis
28 მარტი
„ჰიუნდაი“ თავის კორპორატიულ სტილს, სახელწოდებით „თხიერი სკულპტურა“, მუდმივად აახლებს. ფაქტობრივად, ყოველი შემდგომი ახალი ავტომობილი, ამ სტილის მორიგი განვითარებაა. ახლახანს კი კომპანიამ ამ სტილის მეორე ვერსია შემოგვთავაზა. პირველად კი ის სედან „ჯენეზისზე“ გამოიყენა. ახალი სტილის წყალობით, ისედაც ძალიან სოლიდურმა ავტომობილმა, კიდევ უფრო პრემიუმ გამომეტყველება მიიღო.
შესაძლოა, მისი სტილი ზოგს მოეწონოს, ზოგს - არა. მაგრამ ფაქტია, რომ პოპულარულ კონკურს „რედ დოტის“ ჟიურის ძალიან მოეწონა. იმდენად, რომ კონკურსის გამარჯვებულის წოდება სწორედ ახალ „ჯენეზისს“ მიანიჭა. დიდ სედანთან ერთად, „რედ დოტის“ ჯილდო პატარა i10-მაც დაიმსახურა. ეს კი „ჰიუნდაის“ დიზაინის ახალი შეფის, სახელოვანი პეტერ შრაიერისა და მისი გუნდის ყველაზე დიდი აღიარებაა.
სხვათა შორის, ჟიური ძალიან ავტორიტეტულია. მასში 24 ქვეყნის 37 ექსპერტი შედის, რომელთა შორისაც დამოუკიდებელი კვალიფიცირებული დიზაინერები, უნივერსიტეტების პროფესორები და ცნობილი ჟურნალისტები არიან გაერთიანებულნი. ჟიურიში პირველად იყო შეყვანილი ფეხსაცმელების ცნობილი დიზაინერი ჯიმი ჩო.
„ჰიუნდაი“ ამბობს, რომ წარმოდგენა არ აქვს, მალაიზიური წარმოშობის დზაინრს ახალი „ჯენეზისი“ მოსწონს, თუ არა - სხვა თუ არაფერი, მისი სპეციალიზაცია ავტომობილები კი არა, ფეხსაცმელებია. მაგრამ ფაქტია, რომ „თხიერი სკულპტურის“ სტილში შესრულებული ავტომობილები, მათდამი ყველას დადებითად და ნდობით განაწყობს. ნდობით იმდენად, რამდენადაც ამ ავტომობილების დანახვისთანავე დარწმუნდებით მათს მაღალ ხარისხში.
„კონკურსი „რედ დოტი“ მთელს მსოფლიოში, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულია დიზაინის სფეროში. ერთ კონკურსში კი ორი ჯილდოს მიღება, ნამდვილი აღიარებაა. გამორჩეული სტილი, ჩვენ ახალი მომხმარებლების მოზიდვაში გვეხმარება. ის წარმოდგენას გიქმნით იმაზე, რასაც „ჰიუნდაი“ გთავაზობთ - კარგი გარეგნბის, კარგად სამართავსა და ხარისხიან ავტომობილებს. სრულიად ახალი „ჯენზისი“ და ახალი i10 „თხიერი სკულპტურა 2-შია“ შესრულებული, რაც „ჰიუნდაი მოტორის“ დიზაინის განვითარებულ ფილოსოფიას წარმოადგენს. და ეს ფილოსოფია მალე „ჰიუნდაის“ ყველა მოდელზე გავრცელდება“, - ამბობს „ჰიუნდაი დიზაინ სენტერის“ უფროსი ვიცე პრეზიდენტი ბიუნ სეობ ლი.

No comments:

Post a Comment