დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, March 15, 2014

რაიკონენს არ გაუმართლა

Crash not to blame for Q2 exit – Raikkonen
15 მარტი
კიმი რაიკონენი ამბობს, რომ კვალიფიკაციის მესამე ნაწილში გადასვლა ავარიის გარეშეც გაუჭირდებოდა. „ფერარის“ პილოტის თქმით, მან მანქანის პოტენციალის სრულად გამოყენება, ტრეფიკის გამო ვერ შეძლო.
„კვალიფიკაცია რთული გამოდგა, რადგან ტრეფიკი ყოველთვის ხელს მიშლიდა. როცა სწრაფ წრეზე ვიყავი, ყოველ მოსახვევში ჩემს წინ ნელი მანქანა იყო. Q2-ში სწორედ ამის გამო არ მომეცა სუფთა წრის გავლის საშუალება. მერე კი დავტრიალდი და კედელთან კონტაქტმა წინა ფრთა დამიზიანა. ასეც რომ არ მომხდარიყო, კარდ დროს მაინც ვერ ვაჩვენებდი, რადგან იმ მომენტისთვის სიჩქარე უკვე შემცირებული მქონდა. იმ მომენტში უკვე ვიცოდი, რომ Q3-ში ვერ გადავდიოდი“, - ამბობს კიმი.
ყოველივეს მიუხედავად, ფინელი პილოტი კმაყოფილი დარჩა იმით, რომ მანქანა პრაქტიკების შემდეგ უკეთ მუშაობდა: „მრცხვენია, რადგან გუშინდელთან შედარებით, რამდენიმე ნაბიჯით წინ წავიწიეთ. სველზე სწრაფები ვიყავით და მანქანასაც უკეთ ვგრძნობდით. ვიცით, რომ ყველა მიმართულებით ბევრი მუშაობა გვმართებს. განსაკუთრებით, მანქანის გამართვის მხრივ. მაგრამ იმავდროულად, დარწმუნებულები ვართ, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ“.

No comments:

Post a Comment