დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, March 15, 2014

„ფორდ ფოკუს ST“ დიზელის ძრავითაც აღიჭურვება

2014 Ford Focus ST Getting Diesel Engine
15 მარტი
არის ავტომობილები, რომლებსაც არაფერი აქვთ ისეთი, რაც მათს ბესტსელერობას განსაზღვრავს, მაგრამ მაინც საუკეთესო გაყიდვებით გამოირჩევიან. „ფორდ ფოკუსი“ კი ასეთთა რიცხვს არ მიეკუთვნება. უფრო მეტიც, ის კოხტაცაა, პრაქტიკულიც, ეკონომიურიც და ტემპერამენტიანიც. ამასთან, მრავალფეროვანიც გამოირჩევა. სწორედ ამიტომაა თანამედროვე ავტოსამყაროს ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი.
მაგრამ გლობალური ბაზრის ყველაზე პოპულარულ, კომპაქტურ (ანუ C) სეგმენტში კონკურენცია სულ უფრო მკაცრდება, ეს კი ამ სეგმენტის ავტომობილებს უფრო მეტ მოთხოვნებს უყენებს. „ფორდიც“ ცდილობს, თავისი ბესტ სელერი და მისი დერივაციები კიდევ უფრო გაამრავალფეროვნოს. ამის დასტურად, ამერიკულმა კომპანიამ ჟენევის მოტორ შოუზე განახლებული „ფოკუსი“ გაგვაცნო. და მასთან ერთად, რამდენიმე სიახლეც შეგვატყობინა.
მაგალითად ის, რომ ამ წლის ბოლომდე, ბაზარზე „ფოკუს ST-ს“ ახალი ვერსია გამოვა. და ეს არ იქნება ჩვეულებრივი ბენზინისძრავიანი ჰოტ ჰეჩბეკი. ეს ავტომობილი დიზელის აგრეგატით აღიჭურვება, რაც იმას ნიშნავს, რომ ცისფერი ოვალი „ფოლკსვაგენ გოლფ GTD-ის“ ტერიტორიაზე შეჭრას აპირებს. ჟენევაში ეს ინფორმაცია „ფორდის“ ოპერაციების დირექტორმა მარკ ფილდსმა გააჟღერა.
ფილდსის თქმით, დიზელისძრავიანი „ფოკუს ST“ 2.0-ლიტრიანი TDCi ძრავით აღიჭურვება, რომლის სიმძლავრეც 182 ცხენის ძალაა. ეს ერთი ცხენით მეტია „გოლფ GTD-ს“ ძრავის სიმძლავრეზე. ახალი „ფოკუს ST“ იმავე დაკიდების სისტემით და საჭის მექანიზმით აღიჭურვება, რომლითაც ბენზინისძრავიანი ST. ახალი ავტომობილი ადგილიდან ასის აკრეფას 8.0 წამში შესძლებს.
ევროპაში დიზელისძრავიანი ST ბენზინისძრავიანთან ერთად გაიყიდება. ორივე ავრომობილს შეეხება ის გარეგნული ცვლილებები, რომლებიც ამერიკულმა კომპანიამ ჟენევის მოტორ შოუზე წარადგინა.

No comments:

Post a Comment