დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, March 18, 2014

ახალი „ფორდ კა“ იაფფასიანი არ იქნება

Next Ford Ka won't be priced against budget rivals
18 მარტი
„ფორდ ოფ იუროპის“ შეფმა სტივენ ოდელმა განაცხადა, რომ შემდეგი თაობის „ფორდ კა“ არ იქნება ისეთი საბიუჯეტო ავტომობილების კონკურენტი, როგოროცაა „დაჩია სანდერო“ და როგორიც მალე გახდება „დატსან გოუ“. მისი თქმით, ავტომობილი მომხმარებელთა საჭიროების და სურვილების გათვალისწინებით შემუშავდება.
„ფორდმა“ ახალი „კას“ კონცეპტუალური ვერსია (ფოტოზე) გასული წლის ბოლოს, ბრაზილიაში წარადგინა, მისი ევროპული დებიუტი კი ესპანეთში შედგა. სხვათა შორის, ავტომობილი სწორედ ბრაზილიურ ტექნიკურ ცენტრშია შემუშავებული და მას იქვე გამოუშვებენ. სამაგიეროდ, ავტომობილი გლობალური მასშტაბით გაიყიდება. აღსანიშნავია, რომ ახლანდელი „კა“ „ფიატ 500-ის“ პლატფორმაზეა დამზადებული და ორივე ავტომობილს პოლონეთში აწარმოებენ.
„ჩვენ არ ვაპირებთ „კას“ საბიუჯეტო მოდელად გარდაქმნას. ახალ ავტომობილზე მუშაობისას, მთავარი მიზანი, მომხმარებელთა მოთხოვნილებების და ბაზრის ტენდენციების მაქსიმალურად დაკმაყოფილებაა. ამ ტიპის და ფასის ავტომობილები ევროპაში და მთელს მსოფლიოში მზარდი პოპულარობით სარგებლობს“, - ამბობს ოდელი.
მისივე თქმით, „ფორდი“ არ აპირებს არც პრემიუმ ბრენდებთან შეჯიბრს. „ჩვენ შეგვიძლია, ავტომობილს ამ სეგმენტის შესაფერისი ფასი დავადოთ, მაგრამ ჩვენი მიზანი ისაა, რომ მყიდველს მისთვის საჭირო ავტომობილი შევთავაზოთ და არა მაღალი ფასისა. რა თქმა უნდა, ის „ფიესტასგან“ ძალიან განსხვავებული ავტომობილი იქნება და ფასიც განსხვავებული ექნება. მაგრამ მთავარია, რომ მასში ადვილად ამოიცნობთ „ფორდის“ დნმ-ს. მე ეს ავტომობილი ძალიან მომწონს“.

No comments:

Post a Comment