დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, March 20, 2014

„რედ ბულმა“ რიკარდოს დისკვალიფიკაცია გაასაჩივრა

Motor racing-Red Bull appeal against Ricciardo disqualification
20 მარტი
ფორმულა ერთის ჩემპიონმა „რედ ბულმა“, ავსტრალიის დიდი პრიზიდან მისი პილოტის, დანიელ რიკარდოს დისკვალიფიკაცია გაასაჩივრა. ავსტრალიელმა მრბოლმა სეზონის პირველი რბოლა მეორე ადგილზე დაასრულა, მაგრამ ტექნიკურმა კომისიამ დაადგინა, რომ ავსტრიულმა გუნდმა საწვავის ხარჯის კონტროლის რეგლამენტი დაარღვია. ეს კი დისკვალიფიკაციის მიზეზი გახდა.
რბოლა „მერსედესის“ ნიკო როსბერგმა მოიგო, რიკარდოს დისკვალიფიკაციის შემდეგ კი მეორე და მესამე ადგილები „მაკლარენის“ პილოტებმა, კევინ მაგნუსენმა და ჯენსონ ბატონმა დაიკავეს, რითაც მათი გუნდი სათავეში მოექცა კონსტრუქტორთა პირველობას.
„რედ ბულმა“ მელბურნშივე გამოაცხადა, რომ აპელაციას აპირებდა, თუმცა საჭირო დოკუმენტაციის შედგენას და აპელაციის მიზანშეწონილობის დადგენას რამდენიმე დღე მოანდომა. პირველი რბოლა ჩემპიონებისთვის წარუმატებელი გამოდგა, რადგან ტექნიკური მიზეზის გამო, რბოლა ადრე დაასრულა მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა სებასტიან ფეტელმა.
ჯერჯერობით უცნობია, როდის დაინიშნება „რედ ბულის“ აპელაციის განხილვა. იმის თქმა დანამდვილებით შეიძლება, რომ ეს მალაიზიის ეტაპამდე (რომელიც 30 მარტს გაიმართება) არ მოხდება.

No comments:

Post a Comment