დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, March 30, 2014

„ფორდის“ „სიმთვრალის სამოსი“ თავს მთვრალად გაგრძნობინებთ

Most Young Drivers in Europe Have Driven Drunk or Seen Friends Drink and Drive; Ford ‘Drink Driving Suit’ Shows Risks
30 მარტი
რა საჭიროა ასეთი სამოსი, როცა მთელი ცივილიზებული სამყარო დიდი მონდომებით ებრძვის ავტომობილის სიმთვრალეში მართვას? ეს ხომ თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე დაუნდობელი მკვლელია, რომელსაც მილიონობით ახალგაზრდას სიცოცხლე მიაქვს?
ამ თემას „ფორდ მოტორ კომპანიმ“ სპეციალური კვლევა მიუძღვნა, რომელიც ევროპის ქვეყნებში ჩატარდა. კვლევისას 18-დან 24 წლამდე ასაკის 5 000-ზე მეტი მძღოლი გამოიკითხა. მათგან 32-მა პროცენტმა განცხადა, რომ მისთვის მისაღებია იმ ავტომობილით მგზავრობა, რომლის საჭესთანც ნასვამი ზის. 66 პროცენტს წარმოდგენა არ აქვს თავისი ქვეყნის იმ კანონზე, რომელიც ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვას ზღუდავს.
აღნიშნული გამოკითხვა „ფორდმა“ იმისათვის ჩაატარა, რომ უკეთ გაეგო ახალგაზრდა ადამიანების დამოკიდებულება ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვასთან დაკავშირებით. გამოკითხვა გერმანიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, იტალიასა და ბრიტანეთში ჩატარდა. გამოკითხულ ესპანელთა 74 პროცენტი აღიარებს, რომ ნასვამს მანქანა მას ან მის მეგობარს უმართავს. გერმანელებში ეს მაჩვენებელი 65 პროცენტია, ფრანგებში - 64 პროცენტი. ევროპელთა 26 პროცენტის აღიარებით, დარწმუნებულია, რომ ნასვამობისას მართვის ჩვევებს და რეაქციას სრულად ინარჩუნებს.
საერთო ჯამში, აშკარა გახდა, რომ ამ პრობლემასთან ახალგაზრდებს არასწორი მიდგომა აქვთ. „სმა და მანქანის მართვა ერთმანეთთან შეუთავსებელია, რადგან ძალიან საშიშ კომბინაციას წარმოადგენს. ჩვენმა გამოკითხვამ დაგვარწმუნა, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს ახალგაზრდების ამ კუთხით გაცნობიერებას“, - ამბობს „ფორდ ოფ იუროპის“ მთავარი საოპერაციო დირექტორი ბარბ სამარჯიჩი.
ცისფერმა ოვალმა შარშან წამოიწყო პროგრამა „ფორდ დრაივინგ სკილს ფორ ლაიფ“ (ფორდის მართვის თვისებები სიცოცხლისთვის), რომელიც ახალგაზრდა მძღოლთა დაოსტატებას ითვალისწინებს. სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში შეიმუშავეს „სიმთვრალის სამოსი“, რომელიც ფხიზელ ადამიანს, მთვრალად აგრძნობინებს თავს და ასე დაარწმუნებს, რაოდენ სახიფათოა ნასვამი ადამიანის მიერ ავტომობილის მართვა. სამოსი ზუსტად აუარესებს მხედველობას, კოორდინაციას და ბალანსს, როგორც ნასვამობისას.
სამოსი შედგება სპეციალური სათვალეების, ყურსასმენების, ხელების მტევნების და ფეხის ტერფების, ასევე მუხლების და კისრის ერთგვარი ბალასტებისგან, რომელთა დახმარებითაც, სხვადასხვა ხარისხის სიმთვრალის იმიტაციაა შესაძლებელი. ამ სამოსის დახმარებით, ფხიზელ ადამიანს თავის თავზე შეუძლია გამოსცადოს ის უარყოფითი შედეგები, რომლებსაც ალკოჰოლის მიღება იწვევს.
„სიმთვრალის“ სამოსის გარდა, თავის პარტნიორთან, გერმანიის მეიერ-ჰენჩელის ინსტიტუტთან ერთად, „ფორდმა“ ასევე „მესამე ასაკის სამოსი“ და „ფეხმძიმობის სამოსი“ შეიმუშავა. პირველი ხნიერი მძღოლების თვისებების კვლევისთვისაა, მეორე კი - ორსულებისა.

No comments:

Post a Comment