დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, March 29, 2014

„რედ ბულს“ ისევ საწვავის სენსორის პრობლემა აქვს

Red Bull's fuel flow problems continue in Malaysia
29 მარტი
არაა გამორიცხული, რომ „რედ ბულს“ კვლავ საწვავის ხარჯის აღმრიცხველი სენსორის გამო, პრობლემები შეექმნას. უფრო სწორედ, პირველ პრაქტიკაზე ავსტრიულ გუნდს ასეთი პრობლემა უკვე ჰქონდა. როგორც გერმანული გამოცემა „აუტო მოტორ უნდ შპორტი“ იუწყება, სენსორმა ისევ დანიელ რიკარდოს მანქანაზე აურია.
გუნდმა ავსტრალიური ეტაპის შემდეგ, სადაც რიკარდოს რბოლის შემდგომ შედგი გაუუქმდა, FIA-ს მიერ რეკომენდებული რამდენიმე სენსორი შეიძინა, რაშიც 130 000 დოლარი გადაიხადა. გუნდი იმედოვნებს, რომ ხუთიდან ერთი სენსორი მაინც იმუშავებს გამართულად, რაც სტიუარდებს „რედ ბულის“ პილოტების დისკვალიფიკაციის საბაბს აღარ მისცემს.
შეგახსენებთ, რომ მელბურნში რბოლის დასრულებიდან ხუთი საათის შემდეგ, რიკარდო რბოლიდან მოიხსნა და მისი შედეგი გაუქმდა. ამის მიზეზი ის გარემოება გახდა, რომ ავსტრალიელის ბოლიდზე საწვავის ხარჯის აღნუსხვა, FIA-ს მიერ დადგენილი სპეციფიკაციის შესაბამისად არ ხდებოდა, რისი მიზეზიც ისეთი სენსორის გამოყენება გახდა, რომელიც FIA-ს მიერ არ იყო რეკომენდებული.
„აუტო მოტორ უნდ შპორტის“ რეპორტიორ მიხაელ შმიდტის თქმით, მსგავსი პრობლემები, „რედ ბულის“ ნათესავ „ტორო როსოსაც“ შეექმნა, რომელიც ასევე „რენოს“ ძრავებს იყენებს. პირველი პრაქტიკის შემდეგ, რიკარდოს მანქანაზე კიდევ ერთხელ გამოცვალეს სენსორი, რომლის ერთი ეგზემპლარის ღირებულებაც 26 000 დოლარია.
გუნდში წარმოდგენა არ აქვთ, როგორ უნდა მოიქცნენ იმ შემთხვევაში, თუ მალაიზიური ეტაპის დროსაც, სტიუარდებისგან შეიტყობენ, რომ საწვავის ხარჯი შესამცირებელია. “წარმოდგენა არ მაქვს, რა უნდა ვქნათ. იქნებ აჯობბს, თუ ორ სენსორს სხვადასხვა ადგილზე დავაყენებთ და მათს საშუალო მონაცემებს დავიანგარიშებთ“, - ამბობს „რედ ბულის“ შეფი კრისტიან ჰორნრი.

No comments:

Post a Comment