დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, March 29, 2014

ახალი „ფორდ მუსტანგ GT“ ლონჩ კონტროლით აღიჭურვება

2015 Ford Mustang GT gets launch control and Track Apps standard
29 მარტი
ახალი „მუსტანგის“ გაყიდვებს „ფორდი“ ამ წლის ბოლოს დაიწყებს და იმის მიუხედავად, რომ შოურუმებში მის გამოჩენამდე ჯერაც ბევრი დროა, ავტომობილი მუდმივად ფიგურირებს მედიაში და ამის მიზეზი ისაა, რომ ამერიკული კომპანია თანდათან გვაცნობს იმ სიახლეებს, რომლებითაც მყიდველის მოზიდვას ეცდება. ახლახანს დირბორნელებმა ინფორმაციის მორიგი ულუფა გაავრცელეს.
„ფორდი“ ამბობს, რომ ბევრი სიახლე ახალ „მუსტანგზე“ მყიდველთა სურვილების გათვალისწინებით დაინერგა. საინტერესოა, რომ როგორც ჩატარებულმა გამოკითხვებმა აჩვენა, პრაქტიკულად ყველა ასაკის მყიდველს ერთნაირი სურვილები ჰქონდა. მაგალითად, მათს უმეტესობას სურდა, რომ სალონში ძრავის დასაქოქი ღილაკი ყოფილიყო. „ფორდმა“ მათ ეს სურვილი აუსრულა და ამიერიდან, ასეთი ღილაკი „მუსტანგის“ ვყელა მოდიფიკაციაზე სტანდარტულ ეკიპირებაში შევა.
იგივე ითქმის ზოგიერთ სიახლეზე, რომლებიც ავტომობილის დინამიკურ მახასიათებლებს აუმჯობესებენ. ასეთებია სატრეკო აპლიკაციები, რომლებიც ავტომობილის სხვადასხვა პარამეტრზე დაკვირვების საშუალებას იძლევა. მაგალითად, გადატვირთვის მზომი, აჩქარების და შენელების მზომები. ყველა ინფორმაცია კომპიუტერზე ინახება. სატრეკო აპლიკაციების გათიშვა „ფორდის“ „მაიკეი“ სისტემითაა შესაძლებელი. ეს გამოგადგებათ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი თინეიჯერი შვილი მანქანით გასეირნებას გადაწყვეტს - მისთვის სატრეკო აპლიკაციები მიუწვდმელი დარჩება.
ვერსია GT-ს სტანდარტულ ეკიპირებაში შევა ლონჩ კონტროლი. მისი მეშვეობით, მძღოლი აირჩევს ბრუნთა რიცხვებს (3 000-4 500 დიაპაზონში), შემდეგ კი შეუძლია გადაბმულობიდან ფეხი მკვეთრად აიღოს და დანრჩენ საქმეს „მუსტანგი“ თავად მიხედავს. თანაც ისე, რომ ბორბლები ადგილზე არ მოსრიალდება.
გარდა ამისა, GT ვერსიას მართვის ოთხი რეჟიმი ექნება. ესენია: თოვლის/წვიმის, ნორმალი, სპორტი და რბოლის რეჟიმები. რეჟიმების ჩართვა, ცენტრალურ კონსოლზე არსებული გადასართველებით შეიძლება. თითოეული რეჟიმის შესაბამისად, იცვლება როგორც ავტომობილის ჩაჭიდება, ასევე საჭის სიმძიმე/ინფორმტიულობა. მაგრამ არ იცვლება ამორტიზატორების მახასიათებლები.
გარდა ამისა, ახალი „მუსტანგი“ უსაფრთხოების არაერთი ისეთი სისტემითაც აღიჭურვება, რომებიც ჩვეულებრივ, მაღალი კლასის ავტომობილებზე გვხვდება. მათ შორისაა ადაპტირებადი კრუიზ კონტროლი, წინიდან შეჯახების გამაფრთხილებელი სისტემა, უხილავი წერტილების ინდიკატორები, გადამკვეთი მოძრაობის გამაფრთხილებელი სისტემა და შუშის წვიმაზე მგრძნობიარე საწმენდები.

No comments:

Post a Comment