დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, March 31, 2014

„ფორდ F-150“ ყველაზე ეკოლოგიური პიკაპია

Ford F-150, Toyota Tacoma top ASG list of most eco-friendly trucks
31 მარტი
რა თქმა უნდა, წარმოუდგენლად პოპულარულ პიკაპ „ფორდ F-150-ს“ მწვანე ავტომობილად არავინ მოიხსენიებს. მაგრამ თუ თავისი კლასის სხვა ავტომობილებს შევადარებთ, შეიძლება ითქვას, რომ ეს გიგანტი მათ შორის, გარემოსადმი ყველაზე მეგობრულია. ეს შედგი დააფიქსირა „საავტომობილო მეცნიერების ჯგუფის“ (ASG) მიერ ჩატარებულმა კვლევამ.

ASG-მ საერთო ჯამში 245 მსუბუქი სატვირთო ავტომობილი შეისწავლა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ სრულგაბარიტიან პიკაპებს შორის, ბადალი არ ჰყავს 3.7-ლიტრიანი V6 ძრავით (302 ცხ.ძ) აღჭურვილ F-150-ს. შესაბამისად, ამ ავტომობილს ყველაზე პრესტიჟული წოდება - „საუკეთესო ყოველმხრივი მახასიათებლები“ მიენიჭა.
ეს ავტომობილი, მტკიცე ფოლადისგან შეკრულ ლონჟერონულ ჩარჩოზეა აგებული, მისი ძარა კი ალუმინისგანაა დამზადებული. ამის წყალობით, წინამორბედზე დაახლოებით 320 კილოგრამით მსუბუქია და 2300 კილოგრამს იწონის. 3.7-ლიტრიანი V6 ძრავით აღჭურვილი ვერსია 100 კილომეტრის გასავლელად 10.25 ლიტრ საწვავს მოიხმარს.

No comments:

Post a Comment