დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, March 27, 2014

„აუდიმ“ სარბოლი R18-ის ჰიბრიდული სისტემა შეკვეცა

Audi abandons F1-style hybrid system on 2014 R18 WEC challenger
27 მარტი
„აუდიმ“ თავის სარბოლ პროტოტიპ R18 e-ტრონის საბოლოო ვერსია ლე მანის ქუჩებში წარადგინა და გამოაცხადა, რომ თავს იკავებს გამონაბოლქვზე მომუშავე ჰიბრიდული სისტემის გამოყენებისგან. ამგვარად, ავტომობილზე ენერგიის აღდგენის ერთადერთი, კინეტიკური სისტემა დარჩა, რის გამოც, ის ჰიბრიდული აგრეგატებით აღჭურვილი პროტოტიპების უდაბლეს, მეოთხე ქვე-კლასში აღმოჩნდა.
ენერგიის აღდგენის თბურ სისტემაზე (ERS-H) უარის თქმის მიზეზად, ინგოლშტადტელებმა ტესტების დასრულების შემდეგ თქვეს. ეს სისტემა V6 ტურბო დიზელის ტურბო კომპრესორთანაა დაკავშირებული და თბურ ენერგიას ელექტრო ენერგიად გარდაქმნის, რომელსაც შემდგომში, საჭიროებისამებრ, ელექტრო ძრავი იყენებს. კინტიკური სისტემა კი ავტომობილის შენელებისას, კინეტიკურ ენერგიას მქნევარაში აგროვებს და ასევე საჭიროებისამებრ იყენებს. ოღონდ, მას ელექტრო ძრავი აღარ სჭირდბა - ენერგიის დამგროვებელიც და გამცემიც მქნევარაა. ეს სისტემა წინ ღერძს უკავშირდება და მას „აუდი“ წინა ორ სეზონშიც იყენებდა.
„აუდი შპორტის“ შეფმა ვოლფგანგ ულრიხმა ჟურნალ „ავტოსპორტთან“ საუბრისას განაცხადა, რომ თბური სისტემა იმ უპირატესობას არ იძლეოდა, რასაც კომპანია მისგან ელოდა. ამასთან, კითხვებს ბადებდა მისი საიმედობა და მის გამოყენებაზე უარიც სწორედ ამის გამო თქვეს. ლე მანის 24-საათიან რბოლაში მთავარი სწორედ ტექნიკის საიმედობაა და ზედმეტი რისკის შემცველი სისტემის გამოყენება მიზანშეწონილი არაა.
ამგვარად, „აუდის“ პროტოტიპი იმ ქვე-კლასში მოხვდა, სადაც ყოველ წრეზე მხოლოდ ორი მეგაჯოული ჰიბრიდული ენერგიის გამოყენებაა დაშვებული. ამასთან, ავტომობილის მინიმალური დასაშვები წონა 870 კილოგრამია. შედარებისთვის, „პორშე 919“ უმაღლეს ქვე-კლასს შეესაბამება, სადაც წრეზე 8 მეგაჯოული ენერგიის გამოყენება შეიძლება. სავარაუდოდ, 6 ან 8 მეგაჯოულის კლასში იქნება „ტოიოტას“ უახლესი ჰიბრიდული პროტოტიპიც (TS040 HYBRID).
ლე მანის ქუჩებში სარბოლო ავტომობილი, ლეგენდარული რბოლის ცხრაგზის გამარჯვებულმა, დანიელმა ტომ კრისტენსენმა გამოიყვანა. საჩვენებელი გარბენი იაკობინელთა მოედანზე დაიწყო, სადაც ტრადიციულად, ლე მანის რბოლის ტექნიკური კომისია მუშაობს ხოლმე. „აუდის“ სარბოლ პროტოტიპს პოლიციის ესკორტი მიაცილებდა.

No comments:

Post a Comment