დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, April 21, 2015

მე-6 მილიონე „ლენდ როვერი“

Land Rover's six millionth production car stars at Shanghai motor show
21 აპრილი
„ლენდ როვერმა“ შანჰაის ავტო შუზე, „რეინჯ როვერ LWB ვოგ SE“ (ფოტოზე) წარადგინა, რომელიც იმითაა გამორჩეული, რომ მისი რიგითი ნომერი 6 მილიონია. კომპანიის ისტორიაში მეექვსმილიონე ავტომობილი 2 აპრილს სოლიჰალის ქარხანამ გამოუშვა და ის შანჰაიში იმ მარტივი მიზეზით გამოფინეს, რომ ეს ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის შემდეგ, პირველი მსოფლიო დონის გამოფენაა.
ავტომობილის ორივე წინა კარი აღჭურვილია სპეციალური მანათობლით, რომელიც ამ ორი კარის ქვეშ არსებულ სივრცეს ანათებს. მანათობელი ლინზების სისტემაა, რომელიც შუქს ქვემოთ მიმართავს. სილუეტის გამოსახულებას კი ბრინჯის მარცვლის ოდენა საწყისი გრაფიკული გამოსახულება იძლევა, რომელსაც ლინზები გზაზე ან გრუნტზე აპროეცირებს. გამოსახულების დიამეტრი 80 სანტიმეტრია.
მე-6 მილიონე „ლენდ როვერი“ თეთრ (იულონ უაით) ფერში გამოაწყვეს. ამ რიცხვის გარდა, ბრიტანული კომპანია ჩინურ გამოფენაზე კიდევ ერთ მოვლენას აღნიშნავს - „რეინჯ როვერის“ წარმოების დაწყებიდან 45 წელია გასული. ამ მარკით დღემდე 900 000-ზე მეტი ავტომობილია გამოშვებული.
„იაგუარ ლენდ როვერის“ ჯგუფის გაყიდვების ოპერაციების დირექტორი ენდი გოსი ამბობს: „ლოგიკური დამთხვევაა, რომ „ლენდ როვერის“ მეექვსმილიონე ავტომობილი არის „რეინჯ როვერი“, რომელსაც წელს 45 წელი უსრულდება. ჩინეთში გაყიდვების ზრდას განსაკუთრებით შეუწყო ხელი უახლესი „რეინჯ როვერის“ გამოსვლამ, რომელიც ამ ბაზარზე 2012 წლიდანაა და სიმბოლურია, რომ ავტომობილი 6-მილიონიანი რიგითი ნომრით, სწორედ აქ გაიყიდება“.

No comments:

Post a Comment