დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, September 8, 2015

„სუზუკი“ თავის დამოუკიდებლობას დაიცავს

Suzuki will defend its independence after 4-year dispute with VW ends
8 სექტემბერი
მას შემდეგ, რაც „ფოლკსვაგენისგან“ საკუთარი აქციების გამოსყიდვის უფლება, ლონდონის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოსგან მიიღო, „სუზუკი მოტორი“ საკუთარი დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის ბრძოლას აპირებს. გერმანულ კომპანიასთან 2009 წელს გაფორმებული ხელშეკრულებით, „სუზუკიმ“ „ფოლკსვაგენს“ საკუთარი აქციების 19.9 პროცენტი მიჰყიდა. სამაგიეროდ, მისგან ჰიბრიდული და სხვა ტექნოლოგიების გაზიარებას ელოდა. თუმცა მათი თანამშრომლობა არ შედგა და დავამ სასამართლოში გადაინაცვლა.

„ამ ექვს ექვს წელიწადში, ჩვენ ძალიან ფასეული გამოცდილება მივიღეთ. რაც მთავარია გავიგეთ, რომ ბაზარზე არიან ჩვენგან განსხვავებული კომპანიები. და ამიერიდან, ნებისმიერი მოლაპარაკების დროს, ჩვენი მთავარი პირობა, ჩვენი დამოუკიდებლობა იქნება“, - ამბობს „სუზუკის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ოსამუ სუზუკი, ვინც თავად უძღვებოდა „ფოლკსვაგენთან“ გარიგებას.

„ფოლკსვაგენთან“ შედარებით, „სუზუკი“ თითქმის ოთხჯერ ნაკლებ ავტომობილს ჰყიდის და მეტწილად მცირელიტრაჟიანი და დაბალფასიანი ავტომობილების წარმოებაზეა ორიენტირებული. ის მცირე კომპანიად ითვლება, როგორებსაც გლობალურ ბაზარზე, ძლიერი პარტნიორის გარეშე, ადგილის და დამოუკიდებლად არსებობის შენარჩუნება უჭირთ. „სუზუკის“ პოზიციას აძლიერებს ის ფაქტი, რომ ის ინდური ბაზრის ლიდერია. კომპანს მთავარი მიზანი, სწორედ ინდურ და აზიურ ბაზარზე მოწინავე პოზიციის შენარჩუნება და მწვანე ტექნოლოგიების ათვისებაა. ამასთან, „სუზუკი“ აცხადებს, რომ საკმარისი თავისუფალი ფულადი სახსრები გააჩნია იმისათვის, რომ „ფოლკსვაგენისგან“ საკუთარი აქციები გამოისყიდოს.

No comments:

Post a Comment