Honda eyes power unit layout change for 2016
8 სექტემბერი
„ჰონდაში“ თვლიან, რომ მხოლოდ შასიზე აგრეგატის
განლაგების შეცვლით შეძლებენ მომავალ სეზონში იმ პოტენციალის სრულად გამოყენებას,
რაც მათ მიერ შემუშავებულ ძალურ დანადგარს გააჩნია. იაპონური კომპანია ირწმუნება,
რომ მისი შიდაწვის ძრავი სიმძლავრით „რენოსთან“ ახლოსაა, მაგრამ ენერგიის აღდგენის
სისტემების სრულად ამუშავება ვერ ხერხდება და ეს სწორედ არასწორი შეთანწყობის
შედეგია.
„სამწუხაროდ, სწორ მონაკვეთებზე აღდგენილი ენერგიის
გამოყენებას ვერ ვახერხებთ, რის გამოც, ჩვენი მანქანების სიჩქარე დაბალია“, - ამბობს
„ჰონდას“ მოტორსპორტული შტოს შეფი იასუჰისა არაი, რომელიც სპას და მონცას რბოლების
შემდეგ, კრიტიკის ქარცეცხლში მოხვდა, რადგან მანამდე ირწმუნებოდა, შვენი შიდაწვის
ძრავი, „რენოსაზე“ მძლავრიაო.იასუჰისა არაი |
თუმცა, ორივე ტიპის აღდგენის სისტემის სიმძლავრიდან
გამომდინარე, თუნდაც ერთის დაკარგვა, სიმძლავრის სოლიდურ დანაკარგს იძლევა. და
როგორც ჩანს, „მაკლარენის“ და „ჰონდას“ მთავარი პრობლემაც ესაა. სიტუაციას ის
გარემოებაც ამძიმებს, რომ სეზონის მსვლელობისას, შეთანწყობის შეცვლა შეუძლებელია. თავიდან
არის დასაპროექტებელი მთლიანი აგრეგატის ძირითადი კომპონენტები და მათი განლაგება.
ამიტომ, არაი ამბობს, რომ ამ სეზონში გუნდის
პროგრესი შეზღუდული იქნება, თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ „ჰონდა“ მის ხელთ არსებული
ტოკენების (ძრავის მოდიფიცირებისთვის საჭირო ერთგვარი ქულების სისტემის ერთეული)
სრულად ათვისებას შეძლებს. რა თქმა უნდა, „ჰონდა“ ყველა ტოკენის გამოყენებას
აპირებს, მაგრამ ეს აგრეგატის კონკურენტუნარიანობაზე აღარ აისახება.
„ჩვენ უკვე დავადგინეთ ჩვენი აგრეგატის სუსტი წერტილი.
ამიტომ, მომავალი სეზონისთვის მზადება უკვე დაწყებული გვაქვს, რათა ამ პრობლემამ
აღარ იჩინოს თავი. ახლა დარჩენილ ტოკენებზე ლაპარაკს აზრი არ აქვს. მთავარი
სისუსტე ისაა, რომ აღდგენილი ენერგიის გამოყენება ვერ ხერხდება. მისი მოგვარება კი
ძალიან ძნელია, რადგან შეთანწყობის შეცვლას საჭიროებს. თუმცა, მცირე წინსვლებს ამ
სეზონშივე ვგეგმავთ“, - დასძენს არაი.
No comments:
Post a Comment