დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, December 8, 2013

„ტოიოტა“ რალის მსოფლიო ჩემპიონატზე დასაბრუნებლად ემზადება

Toyota Yaris World Rally Car under construction
8 დეკემბერი
„ტოიოტა“ თავის სუბკომპაქტურ ჰეჩბეკ „იარისს“ რალის მსოფლიო ჩემპიონატის (WRC) სპეციფიკაციების შესაბამისად ამზადებს. ეს ფაქტი საკმარისი საბაბია იმის სავარაუდოდ, რომ იაპონური კომპანია რალის მსოფლიო ჩემპიონატზე დაბრუნებას აპირებს. ამ ინფორმაციას, ბრიტანულ ჟურნალ „ავტოქარის“ პარტნიორი გამოცემა, „მოტორსპორტ ნიუსი“ ავრცელებს.
„ტოიოტა იარის WRC“ პროტოტიპი 1.6-ლიტრიანი ტურბო ძრავით აღიჭურვება, რომლის მაქსიმალური სიჩქარეც მაქსიმუმ 300 ცხენის ძალას (უფრო მეტს რეგლამენტი კრძალავს) მიაღწევს. ავტომობილს კიოლნში (გერმანია), „ტოიოტა მოტორსპორტის“ ტექნიკურ ცენტრში ამზადებენ.
„ტოიოტამ“ რალის მსოფლიო ჩემპიონატზე დაბრუნების სურვილი ორი წლის წინ გამოთქვა, თუმცა „ფოლკსვაგენისგან“ განსხვავებით, WRC პროგრამას ძალიან ნელა ავითარებს. ჯერჯერობით, „ტოიოტა“ მხოლოდ საწყის კლასშია წარმოდგენილი, სადაც „იარის R1-მა“ იასპარეზა. გარდა ამისა, რალის რბოლებისთვის მოამზადა კუპე GT86.
იაპონურ კომპანიას გასული საუკუნის 90-იან წლებში, მსოფლიო ჩემპიონატი პილოტებს შორის ოთხჯერ, კონსტრუქტორებში კი სამჯერ აქვს მოგებული. 1990 წელს კომპანიას პირველი ტიტული კარლოს საინსმა მოდელ „სელიკათი“ მოუპოვა. ორი წლის შემდეგ, მანვე ეს მიღწევა გაიმეორა. 1993 წელს უკვე იუჰა კანკუნენი გახდა ჩემპიონი, „ტოიოტამ“ კი, იაპონურ კომპანიებს შორის პირველმა, კონსტრუქტორთა თასიც მოიგო. მომდევნო სეზონშიც დუბლი შესრულდა, ოღონდ ამჯერად პილოტების ტიტული დიდიე აურიოს ერგო.
კანკუნენს 1995 წელს კიდევ ერთი ტიტულის მოგება შეეძლო, მაგრამ აკრძალული ტურბინის გამოყენების გამო, FIA-მ „ტოიოტა“ და მისი პილოტები ჩემპიონატიდან მოხსნა და 12 თვით დისკვალიფიკაცია მისცა. სასჯელის დასრულების შემდეგ, „ტოიოტა“ WRC-ს სარბოლი „კოროლათი“ დაუბრუნდა და მაშინვე ტიტულისთვის ბრძლაში ჩაება. ჩემპიონობის რეალური შანსი ჰქონდა საინსს, მაგრამ ბოლო რბოლის (ბრიტანეთის რალი) ფინიშამდე 500 მეტრით ადრე, ძრავი გაუფუჭდა და ტიტულამდე ორი ქულა დააკლდა. „ტოიოტას“ ჩემპიონობისთვის ექვსი ქულა არ ეყო. 1999 წლის ბოლოს, „ტოიოტამ“ WRC-ს დატოვება გადაწყვიტა, ამის მიზეზად კი გამოაცხადა, რასაც ვისახავდით, მივაღწიეთო. ბოლო სეზონში იაპონურმა გუნდმა კონსტრუქტორთა თასი მოიგო - „სუბარუს“ ოთხი ქულით აჯობა. პილოტებში აურიოლი მესამეზე გავიდა, საინსი კი - მეხუთეზე.
მოკლედ, დაბრუნების პროცესი დაწყებულია. „მოტორსპორტ ნიუსი“ იტყობინება, რომ სარბოლი „იარისის“ ტესტირება მომავალ წელს დაიწყება. ოღონდ, ამ ტესტების მთავარი მიზანი, ავტომობილთან მუშაობის გამოცდილების დაგროვება იქნება. ამ გამოცდილებას კი მომავალში „ტოიოტა“ WRC-ს რბოლებში გამოიყენებს. ტესტების მეორე ეტაპზე, მთავარი ყურადღება მანქანის სრულყოფას დაეთმობა.

No comments:

Post a Comment