დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, December 8, 2013

„ჰიუნდაის“ „ქარMD-ს“ ინდექსმა „ტოიოტასას“ აჯობა

Hyundai tops Toyota in annual CarMD Vehicle Health Index
8 დეკემბერი
ამერიკულ კორპორაცია „ქარMD-ს“ საქმიანობა, ამერიკის ბაზარზე გაყიდული ავტომობილების რემონტის სტატისტიკის შეგროვებას და ანალიზს უკავშირდება. კორპორაცია მონაცემებს წლების განმავლობაში აგროვებს და ბუნებრივია, როცა ის ავტომწარმოებლებს, „ავტომობილის სიცოცხლისუნარიანობის ინდექსებს“ ურიგებს, ამას ყველა მოუთმენლად ელის.
ახლახანს გამოქვეყნებულ რეიტინგებში მითითებულია ინდექსები, რომლებიც 2003-2013 წლებში გამოშვებული 119 მილიონი ავტომობილის ძრავების ხარისხს (ჩეკ ინჯაინ) აფასებს. თუ ადრე რეიტინგებში პირველობას არავის უთმობდა „ტოიოტა“, ამჯერად პირველ ადგილზე „ჰიუნდაიმ“ გადაინაცვლა. კორპორაციის მიერ გავრცელებული რელიზი გვამცნობს, რომ კორეული კომპანიის დაწინაურება, მისი ავტომობილების რემონტის დაბალმა სიხშირემ გამოიწვია.
რემონტის სიხშირის მხრივ, „ტოიოტა“ ამჯერად მეორე ადგილს დასჯერდა, თუმცა იაპონური კომპანიის ავტომობილები, რემონტის სიძვირით გამოირჩევა. ამ მხრივ, საუკეთესო მონაცემები „ჯენრალ მოტორსს“ აღმოაჩნდა. იმის მიუხედავად, რომ „ჰიუნდაი“ რეიტინგში დაწინაურდა, „ტოიოტას“ მსგავსად, მისი ავტომობილების რემონტების სიხშირეც გაზრდილია.
თუ კომპანიებს შორის „ჰიუნდაი“ ლიდერობს, ცალკეულ ავტომობილებს შორის ლიდერი 2012 წლის „ტოიოტა ქემრია“. კორეული კომპანიის მოდელებს შორის საუკეთესო ინდექსი 2010 წლის „ჰიუნდაი ელანტრას“ მიენიჭა. მასზე წინ „ტოიოტას“ ოთხი და „ნისანის“ სამი ავტომობილია. „ელანტრას“ მერვე ადგილი უკავია. სულ კი მოწინავე ასეულში „ჰიუნდაის“ ექვსი ავტომობილი შევიდა.

No comments:

Post a Comment