დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, December 8, 2013

„რეინჯ როვერ სპორტის“ მორიგი აღიარება

Range Rover Sport beats Jeep models, nabs Four Wheeler of the Year award
8 დეკემბერი
ამერიკულ ჟურნალ „ფორ ვილერის“ მიერ ჩატარებულმა ტრადიციულმა კონკურსმა, წლის საუკეთესო უგზოობის ავტომობილად, „რეინჯ როვერ სპორტი“ დაასახელა. ეს ამ ავტომობილის მორიგი დიდი აღიარებაა მას შემდეგ, რაც ის ანოლოგური ტიტულით გამოცემა „პეტერსენ’ს 4ვილ ენდ ოფ როუდმა“ დააჯილდოვა. ერთკვირიანი ტესტების შემდეგ, „ფორ ვილერის“ რედაქტორთა საბჭომ, „რეინჯ როვერ სპორტის“ შესაძლებლობები და აგებულება საუკეთესოდ მიიჩნია.
კონკურსში მონაწილეობისთვის სრულიად ახალი, ან განახლებული ავტომობილები დაიშვება, რომლების ამერიკის ბაზარზე გაყიდვების დაწყებაც 15 იანვრამდე არის დაგეგმილი და ამ დროში 1500 ცალი მაინც უნდა გაიყიდოს. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ისაა, რომ ავტომობილი აღჭურვილი უნდა იყოს სატრანსფერო კოლოფით, რომელსაც მინიმუმ ორი დამადაბლებელი საფეხური უნდა ჰქონდეს. საკონკურსო ტესტების სრული რეპორტაჟი ჟურნალის თებერვლის ნომერში გამოქვეყნდება.
„ლუქსის კლასის და დინამიკურ მახასიათებლებზე ორიენტირებული „რეინჯ როვერ სპორტისთვის“, „ფორ ვილერის წლის საუკეთესო“ ავტომობილის წოდების მიღება დიდი მიღწევაა. ამ პრესტიჟულ კონკურსში გამარჯვება იმ ინჟინრების და დიზაინერების დაფასებაა, რომლებიც ახალი „რეინჯ როვერ სპორტის“ შექმნაში მიიღეს მონაწილეობა“, - განაცხადა „ლენდ როვერ ნორთ ამერიკას“ ვიცე პრეზიდენტმა კიმ მაკკალუფმა.
წელს კონკურსი 41-ედ ჩატარდა. „ლენდ როვერის“ ავტომობილებს ის სულ სამჯერ აქვთ მოგებული. ახალი „რეინჯ როვერ სპორტი“ ბრიტანული კომპანიის ისტორიაში ყველაზე მძლავრი და სწრაფი ავტომობილია. მისი ძრავი 510 ცხენის ძალას ავითარებს. ავტომობილს ადგილიდან ასის აკრეფა დაახლოებით 5.0 წამში შეუძლია. გამომცდელებმა, რომლებიც კონკურსის ჟიურის წევრები არიან, სწორედ ეს მახასიათებლები დააფასეს. ამასთან, მათ ძალიან მოეწონათ ტრექსნ კონტროლის სისტემა, რომელიც ასფალტსა და უგზოობაში, ავტომობილის სტაბილურ, უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ავტომობილის აგებულება მთლიანად ალუმინის სტრუქტურას წარმოადგენს, რისი წყალობითაც, ის წინამორბედთან შედარებით, 400 კილოგრამით შემსუბუქდა.

No comments:

Post a Comment