დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, December 7, 2013

ტოდტი ისევ პრეზიდენტია

FIA confirms Todt staying president
7 დეკემბერი
როგორც მოსალოდნელი იყო, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) პრეზიდნტი ისევ ჟან ტოდტი გახდა. მისი გამარჯვება ჯერ კიდევ ერთი თვის წინ გახდა უეჭველი მას შემდეგ, რაც მისმა ერთადერთმა რეალურმა მეტოქემ, დევიდ უორდმა თავისი კანდიდატურა მოხსნა.

ამის მიზეზად უორდმა მხარდაჭერის ნაკლებობა დაასახელა და თავისი საარჩევნო კამპანიის შეწყვეტისთანვე, ტოდტს გამარჯვება მიულოცა. „მინდა, ჟან ტოდტს მივულოცო ის, რომ მალე მეორე ვადით პრეზიდენტი გახდება ბრძოლაში, რომელშიც მოწინააღმდეგე არ ეყოლება“, - განაცხადა უორდმა.

ტოდტი, რომელიც ახლა 67 წლისაა, ფედერაციამ თავის გენერალურ ასამბლეაზე, რომელიც პარიზში ჩატარდა, პრეზიდენტად ზედიზედ მეორე ოთხწლიანი ვადით აირჩია. ცნობისათვის, თავის დროზე ტოდტი „პეჟოს“ რალის პროგრამის შეფი იყო, შემდეგ კი „ფერარის“ ფორმულა ერთის გუნდს ჩაუდგა სათავეში, რომელსაც სწორედ მისი ხელმძღვანელობისას, ყველაზე წარმატებული პერიოდი ჰქონდა. მიხაელ შუმახერმა თავისი შვიდი ტიტულიდან ხუთი სწორედ ტოდტის „ფერარიში“ მოიპოვა.

No comments:

Post a Comment