დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, December 8, 2013

„ტომაჰავკი“ - კანადური სუპერ კიტ ქარი

Dubuc Canadian DIY supercar to debut in Montreal
8 დეკემბერი
კიტ ქარების მწარმოებელმა კანადურმა კომპანია „დუბუკ სუპერ ლაით ქარზმა (SLC)“ ინტერნეტით თავისი შუაძრავიანი, ძალიან მსუბუქი კიტ ავტომობილი გაგვაცნო. ავტომობილი, რომელსაც სახელად „ტომაჰავკი“ ჰქვია, მხოლოდ 907 კილოგრამს იწონის. მისი მსოფლიო პრემიერა იანვარში, მონრეალის საერთაშორისო ავტო შოუზე ჩატარდება.
„დუბუკ SLC“ აცხადებს, რომ „ტომაჰავკის“ ალუმინისგან დამზადებული მონოკოკი მხოლოდ 136 კილოგრამს იწონის. მასზე კი ძარის კომპოზიცური მასალისგან დამზადებული პანელები მაგრდება. მონრეალისთვის მომზადბული „ტომაჰავკი“, „შევროლე კორვეტის“ ძრავითაა აღჭურვილი. თუმცა კანადური კომპანიის განცხადებით, ავტომობილის აგებულება ისეთია, რომ მისი ნებისმიერი ტიპის ძრავით აღჭურვა შეიძლება, მათ შორის, ელექტრო ძრავითაც კი.
ავტომობილის შასი, თავისი ძარით 19 995 კანადური დოლარი (დაახლოებით 18 755 აშშ დოლარი) ღირს, „კორვეტის“ C4 ძრავის დამატებით, „ტომაჰავკის“ ფასი მინიმუმ 30 000 კანადურ დოლარამდე გაიზრდება. როგორც „დუბუკ SLC“ ირწმუნება, შეძენილი კიტებისგან სრულფასოვანი ავტომობილის ასაწყობად, გამოცდილ მექანიკოსს 250 საათი ეყოფა.
„დუბუკ SLC“ სუპერქარ „ტომაჰავკის“ კიტ კომპლექტებს ქალაქ კვებეკში გამოუშვებს.

No comments:

Post a Comment