Ford Adds 365HP Turbo'd V6 Option to Explorer
Police Interceptor Utility Vehicle
21 აგვისტო
მალე, აშშ-ის პოლოციის დეპარტამენტს საშუალება
მიეცემა, თავისი „ექსპლორერ პოლის
ინტერსეპტორები“ სერია ეკობუსტის 3.5-ლიტრიანი V6 ძრავებით აღჭურვოს. „ფორდი“ ამ ძრავს
უკვე სთავაზობს სამოქალაქო „ექსპლორერების“ და „ტაურასების“ მყიდველს.
სერია ეკობუსტის ბენზინის ძრავი 365 ცხენის ძალას და
475 ნიუტონმეტრ მაქსიმალურ მომენტს გამოიმუშავებს. ამგვარად, მას სტანდარტულ 3.7-ლიტრიან
Ti-VCT V6-ზე უკეთესი მახასიათებლები აქვს. ამ ძრავის მაქსიმუმი 304 ცხენის ძალა
და 379 ნიუტონმეტრია.
„ჩვენი საპოლიციო მრჩეველების საბჭო და მთელი
ქვეყნის მასშტაბით ჩვენი მომხმარებლები თვლიან, რომ ეკობუსტ ძრავი ყველაზე
სასურველი არჩევანია, როდესაც ლაპარაკია საპოლიციო გზაგადამჭრელ უგზოობის
ავტომობილებზე“, - ამბობს „ფორდის“ საბითუმო მარკეტინგის მენეჯერი ჯერი კოსი.
საპოლიციო გზაგადამჭრელი ავტომობილების პარკის
მთავარი ინჟინერი ბილ გუბინგი ამბობს, რომ 3.5-ლიტრიანი V6 ეკობუსტი თავის კლასში
საუკეთესო ტექნიკური მახასიათებლებითაც გამოირჩევა და ეკონომიურობითაც. ეს კი,
მისი თქმით იმას ნიშნავს, რომ სამართალდამცველმა სტრუქტურებმა სწორედ ამ ძრავით
აღჭურვილი ავტომობილები უნდა შეიძინონ.
დეტროიტ ნიუსის ინფორმაციით, ამერიკელ პოლიციელთა
შორის სულ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს უგზოობის ავტომობილები. „ექსპლორერ
ინტერსეპტორი“ თანდათან ანაცვლებს „ფორდ ქრაუნ ვიქტორიას“, რომელიც ადრე ერთ-ერთი
ყველაზე პოპულარული საპოლიციო ავტომობილი იყო. ცნობისათვის, ამერიკის პოლიციის
მიერ წელს შესყიდული ავტომობილების 70 პროცენტი სწორედ „ექსპლორერ ინტერსეპტორია“.
No comments:
Post a Comment