დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, August 21, 2013

„ფერარი“ ახალ ჰიბრიდებსაც შეიმუშავებს

Ferrari to Develop New Hybrids
21 აგვისტო
წლის დასაწყისში, ლუკა დი მონტეძემოლომ განაცხადა, რომ „ფერარი“ ელექტრული სუპერ ავტომობილების წარმოებას მანამ არ აპირებს, სანამ მარანელოში ისაა უფროსი. სამაგიეროდ, მანვე აღნიშნა, რომ მისი კომპანია ჰიბრიდულ ტექნოლოგიებს განავითარებს. და რა თქმა უნდა, ახალ ჰიბრიდულ ავტომობილებსაც გამოუშვებს.
გამოცემა „ავტომოტივ ნიუსთან“ საუბრისას, დი მონტეძემოლომ ასევე განაცხადა, რომ გაგრძელდება წარმოების მოცულობის შემცირების პროცესი. კერძოდ, წლიური წარმოება 400 ერთეულით, 6 900 ერთეულამდე შემცირდება. ეს „ფერარის“ ახალი სტრატეგიაა, რომელიც ავტომობილების ისედაც მაღალი ექსკლუზიურობის კიდევ უფრო გაზრდას ემსახურება.
სანამ მარანელოელები ახალ ჰიბრიდულ სუპერ ავტომობილებს შექმნიან, მათ არსებული მოდელების დახვეწა უწევთ. ახლახანს „ფერარიმ“ მოდელ „458 იტალიას“ ყველაზე მძლავრი ვერსია - „458 სპეჩალე“ შექმნა, რომელსაც პირველად ფრანკფურტის მოტორ შოუზე წარადგენს.

No comments:

Post a Comment