დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, August 21, 2013

„კადილაკი“ კონცეპტუალური „ელმირაჟის“ გამოშვებას არ გამორიცხავს

GM Says Cadillac Elmiraj Coupe Concept is "Very Doable"
21 აგვისტო
პებლ ბიჩის ელეგანტურობის კონკურსის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კონცეპტუალური ექსპონატი, „კადლაკ ელმირაჟი“ იყო. თუ გავითვალისწინებთ, რომ „კადილაკი“ გლობალური ბრენდი ხდება, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს ავტომობილი ფრანკფურტის მოტორ შოუზეც გამოჩნდება და ამ შემთხვევაშიც, შოუს ერთ-ერთი შოუსტოპერი გახდება. უფრო მეტიც, როგორც „კადილაკის“ ხელმძღვანელები აღიარებენ, ეს ავტომობილი თავისუფლად შეიძლება გახდეს კონცეპტუალურზე მეტი.
გამოცემა „ავტომოტივ ნიუსთან“ საუბრისას, „კადილაკის“ გლობალური შტოს უფროსმა ვიცე პრეზიდენტმა ბობ ფერგიუსონმა განცხადა, რომ კონცეპტუალური „ელმირაჟი“ „სრულიად განხორციელებადი ავტომობილია“ და დასძინა, ხშირად ასეთი კონცეპციები უნდა შეიმუშაო, რათა დზაინის მიმართულება განსაზღვროო. „ეს სრულიად მარკეტაბელური ავტომობილია. ის საკმაოდ პრაქტიკულია იმისათვის, რომ საწარმოო პროცესებს მიესადაგოს. ჩვენს დილერებს ასეთი ავტომობილი ძალიან მოეწონებათ“.
ეს საკმაოდ კარგი ინფორმაციაა „კადილაკის“ ფანებისთვის და საერთოდ, ავტომოყვარულებისთვის რომლებიც დიდი ხანია, ამერიკული პრემიუმ ბრენდისგან მისი ტრადიციების ნამდვილ გამგრძელებელს ელიან. ფერგიუსონი დასძენს, რომ თუ „კადილაკი“ კუპე „ელმირაჟის“ წარმოებას გადაწყვეტს, ავტომობილის ბაზისად უახლეს დიდგაბარიტიან უკანა ამძრავიან სედანს გამოიყენებენ, რომელიც ბაზარზე უახლოეს ორ წელიწადში გამოჩნდება.

შეგახსენებთ, რომ კონცეპტუალური „ელმირაჟი“ 4.5-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი, რომლის სიმძლავრეც 500 ცხენის ძალაა. მისი სიგრძე 5207 მილიმეტრია, რაც 76 მილიმეტრით მეტია წინა ამძრავიანი XTS-ის სიგრძეზე, რომელიც ამჟამად „კადილაკის“ გამაში ყველაზე გრძელი სედანია.

No comments:

Post a Comment