დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, August 29, 2013

კეპი, რომელიც 21 მილიონი ევრო ღირს

Is this cap worth 21 million Euros?
29 აგვისტო
მართალია, მიხაერლ შუმახერმა ფორმულა ერთში თავისი სახელოვანი კარიერა დაასრულა, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც სარეკლამო ბიზნესში მისი ანაზღაურება, ბევრ მოქმედ პილოტს არც კი დაესიზმრება.
ახლახანს, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა, რომელიც 1414000 წლისაა, კონტრაქტი გააგრძელა გერმანულ საინვესტიციო კომპანია „დოიჩე ფერმოგენსბერატუნგთან“ (DVAG), რომელიც მისი სპონსორი 1996 წლიდანაა.
DVAG-ის ემბლემით დამშვენებეული კეპი შუმახერს 1996 წლიდან ახურავს. მაშინ ის „ბენეტონიდან“, რომლის ბოლიდებითაც ზედიზედ ორჯერ (1994 და 1995 წლებში) გახდა ჩემპიონი, „ფერარიში“ გადავიდა.
გერმანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ახალი კონტრაქტი შვიდწლიანია და მის განმავლობაში, მარტო იმისათვის, რომ შუმის DVAG-ის ემბლემიანი ქუდი ახურავს, ის 21 მილიონ ევროს მიიღებს. ანუ, წლიურად 3 მილიონს.

No comments:

Post a Comment